ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1884
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017875
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1884

2014 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისადა აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისმე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, 2015 წლის 11 აგვისტოს , ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა კალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე;

დავით ნარმანია-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი , კომისიის თავმჯდომარ ის მოადგილე ;

ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

მაია ფანჯიკიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ალექსანდრე ჭიკაიძე- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

დავით სერგ ე ენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

აკაკი ლოდია- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დომენტი სიჭინავა-ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი;

რევაზ არველაძე - ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაც ი ის გენერალური მდივანი.

2. კომისიამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები,ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ორგანიზების უზრუნველსაყოფად.

3. ეთხოვოს ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, როგორც მასპინძელ ასოციაციას, უეფას მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საორგანიზაციო სახის ღონისძიებების განხორციელება, ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით.

4. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, როგორც ღონისძიების მასპინძელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოს თანხები, ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩისთვის შერჩეული სტადიონის ამ დონის მატჩის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და ასევე, აღნიშნული მატჩის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისათვის.

5 . შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელებას.

6. კომისიამ უზრუნველყოს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ პერიოდულად ანგარიშის წარდგენა „საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №262 განკარგულებით შექმნილი კომისიისათვის.

პრემიერ- მინისტრი                                                            ი . ღარიბაშვილი