„ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის №1884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1917
2014 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის №1884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ფეხბურთში 2015 წლის უეფასსუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის №1884 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, 2015 წლის 11 აგვისტოს, ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
კახა კალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე;
დავით ნარმანია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
მაია ფანჯიკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
ალექსანდრე ჭიკაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დომენტი სიჭინავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი;
რევაზ არველაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის გენერალური მდივანი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი