საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№262
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №262

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

     1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ფეხბურთის განვითარებისა და აღორძინების მიზნით, შეიქმნას საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დომენტი სიჭინავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

რევაზ არველაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი;

ალექსანდრე ჩივაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21‑წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი;

მურთაზ ხურცილავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი;

რომან ფიფია – შპს „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის“ (ს/ნ 204423454) პრეზიდენტი; ტარიელ ხეჩიკაშვილი – შპს „საფეხბურთო კლუბი საბურთალოს“ (ს/ნ 211389665) პრეზიდენტი;

ილია კოკაია – შპს „საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის“ (ს/ნ 230091664) 100% წილის მფლობელი.

2. კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

3. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ფეხბურთის განვითარების 5‑წლიანი გეგმის შემუშავება;

ბ) კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით;

გ) სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა;

დ) პერსპექტიული ფეხბურთელების გადამზადების გეგმის შემუშავება;

ე) პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების გადამზადების ღონისძიებების დაგეგმვა;

ვ) მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა ფეხბურთის მოყვარულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;

თ) უეფას სუპერ თასი 2015‑ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია;

ი) 2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19‑წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

კ) სტადიონებისა და სავარჯიშო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხელშეწყობა.

 4. კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.

 

პრემიერ‑მინისტრი     ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.02.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
„საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 13.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №262. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016588.
სად არის „საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №262, 13.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016588 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2251764/