ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2015 წლის 12 ნოემბერი ქ. მცხეთა |
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;
ბ) მოსაკრებლის ოდენობა ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის შეადგენს 1 (ერთი) ლარს;
გ) მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპოორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები, დაწესებულებები, რომლებიც დასახლებულ ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენს;
გ) მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქციის მიხედვით (დანართი № 1);
დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0,35 ლარს, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ოთხი სულით, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე განისაზღვროს 20 ლარის ოდენობით.
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები განთავისუფლებულ იქნენ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
|
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების გადახდის წესს.
1.2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს.
1.3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
1.4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.
3.2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე, შემდგომ (მესაკუთრე, მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3.3. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან მისი წარმომდგენი ნებისმიერი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).
3.4. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.
3.5. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის შესაბამის სამსახურს ან საამისიდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
3.6. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
3.7. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ/მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
3.8. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
4.2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
4.2.1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები განთავისუფლებული არიან მოსაკრებლის გადახდისაგან.
4.3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4.4. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ერთ თვეზე მეტი ვადის გასვლის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის შესაბამის სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს, წერილობით შემთხვევაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილებების შესახებ.
4.5. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის შეჩერების, ან შეწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს წარუდგინოს დარიცხული მოსაკრებლის კორექტირების/შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .
4.6. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა – ნაგებობების ფართის ან ფართის ნაწილის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).
6.2. მოსაკრებლის ქვითრის ტიპიურ ფორმას ამტკიცებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) მოსაკრებლის მიმღების რეკვიზიტები;
ფ) მხარეთა უფლება-მოვალეობები.
6.3. მოსაკრებელის გადახდა ხდება თვეში ერთხელ მომსახურების მიღებიდან მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ობიექტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ქ ვ ი თ ა რ ი №
გვარი, სახელი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
თარიღი: - - - - - - - - - -
გადასახდელი
პერიოდ . თვეში ერთ სულზე სულთა რაოდენობა თანხა
წინა დავალიანება: - - - - - - -
გადახდილი თანხა: - - - - - - -
სულ გადასახადი: - - - - - - -
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
სახაზინო რეკვიზიტები
ხაზინის ერთიანი ანგარიში
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: სახაზინო კოდი:
(მოსაკრებლის ტერიტორიის დასუფთავებისათვის).
მიმდინარე გადასახადის . . . . . . . . . . . . – მდე გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები.
ცნობებისათვის მიმართეთ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს.
მომსახურე პირი:
მისამართი:
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1 დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების გადახდის წესს. მუხლი 1. ზოგადი ნაწილი