ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.11.2014 ძალადაკარგული 02.02.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.137.016147
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2014 წლის 14 ნოემბერი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის 24 მუხლის, პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე



დანართი №1

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - ,,მიწის ნორმატიული ფასი“)  დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C  X K,  სადაც:

ა) CN – არის კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)   IMG  – არის დაბა ადიგენის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,27-ს;

გ)    ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან დაბა ადიგენში ზონირება არ ხორციელდება).

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ადიგენში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN ( ლარი)

0,27

1

0,24

50

3,24

 

3. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ადიგენისათვის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,97 ლარს.

4. დაბა აბასთუმანში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ადიგენისათვის დადგენილი ფასის ხუთმაგი ოდენობით და იგი შეადგენს 16,20 ლარს.

5. ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ადიგენისათვის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,97 ლარს.

6. ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის  №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ადიგენისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს  (ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი).

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2021.
როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 14.11.2014. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.137.016147.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2021-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №56, 14.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.137.016147 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2578411/