ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 17.11.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
matsne.gov.ge 349 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 05.07.2018 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 28.04.2025 ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.11.2018 კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 04.06.2019 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 16.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №48 2014 წლის 17 ნოემბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის  ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 და  25-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა  ადგენს: მუხლი 1🔗 ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქ ბოლნისის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების საავტომობილო გზის გასწვრივ მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. მუხლი 2🔗 განისაზღვროს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი 1). მუხლი 3🔗 საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით. მუხლი 4🔗 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალეფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა. მუხლი 5🔗 აიკრძალოს ხელიდან, არასტაციონარული დახლებიდან და ავტომანქანებიდან გარე ვაჭრობა. მუხლი 6🔗 გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 5​00–დან 24​00 საათამდე. მუხლი 7🔗 1. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. მუხლი 8🔗 დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 9🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 10 ოქტომბრის №192 დადგენილება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის განთავისუფლების რეგულირების შესახებ. მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი 1 1. გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა 1. ჟურნალ-გაზეთები; 2. წიგნები; 3. ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; 4. ყვავილები; 5. ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); 6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). 2. სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა 1. გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი); 2. ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); 3. ღია კაფეების მოწყობა; 4. შეშა; 5. ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.