ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.11.2014 ძალადაკარგული 25.01.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2014 წლის 14 ნოემბერი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს  კანონის  ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, 61-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების  შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ვანის  მუნიციპალიტეტის  სამხედრო  სამსახურის  დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  4  აგვისტოს  №24 დადგენილება  ,,ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის   სამხედრო  აღრიცხვისა და  გაწვევის  სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ.“
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულება
  • ვანის მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახური (ტექსტში შემდეგ - სამსახური) წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს  საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას,სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
  • სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს  „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“  საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
  • სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
  • სამხედრო სამსახურს აქვს შესაბამისი  ბლანკი, შტამპი, ბეჭედი  თავისი დასახელების აღნიშვნით.

  • თავი II
    სამსახურის ამოცანები და უფლება-მოვალეობები

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები
    სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

    ა)  უზრუნველყოს მოქალაქეთა  პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისთვის  მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

    ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან  პატრიოტულ – აღმზრდელობითი მუშაობა;

    გ) გააკონტროლოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ  „სამხედრო ვალდებულებისა და „სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;

    დ) სამობილიზაციო რესურსების  (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა  და ტექნიკის ) აღრიცხვის ორგანიზება;

    ე) აქტიურ, ინდივიდუალურ  და ეროვნული გვარდიის  რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა  შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;

    ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;

    ზ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით  და გამგებლის დავალებით  სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.


    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
    სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

    ა)  ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა  ზუსტი აღრიცხვა;

    ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი აღრიცხვა;

    გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში  გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება  და გაწვეულთა  შემკრებ– გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა;

    დ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მასში დასმული საკითხების  დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;

    ე) სამართალდამცავი ორგანოებისთვის  მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს.


    მუხლი 4. სამსახურის მოვალეობანი:                                                                          
    სამსახურის მოვალეობებია :

     ა) აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;                      

    ბ) კანონით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში  გაწვევის საკითხებზე, მასლები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს, წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძველის არსებობის  შემთხვევაში;

    გ) სამსახურის  კომპენტენციას მიკუთვნილ საკითხებზე   ჩაატაროს თათბირები  და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;

    დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით  განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.


    თავი III
    სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა

    მუხლი 5. სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია
  • სამსახურს  ხელმძღვანელობს უფროსი, (ტექსტში შემდგომ - „უფროსი“) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ვალდებულია გამგებლის წინაშე.
  • სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მომსახურეთა  თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან  რომლებიც  დაკისრებული აქვს სამსახურს.
  • სამსახურის სტრუქტურას , მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნობას, მათი შენახვის ხარჯებსა და შრომის ანაზღაურების  წლიურ ფონდს კანონით დადგენილი განაკვეთის ფარგლებში გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
  • სამსახურის საჯარო მომსახურეებს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
  • სამსახურის უფროსი:
  • ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის  ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა  და ფუნქციების შესრულებაზე;

    ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს  შორის და ახდენს მათი საქმიანობის კოორდინირებას;

    გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებას;

    დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და  ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.


    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი
    1.სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

    ა) წარმოუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე ;

    ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;

    გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი  აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

    დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე  საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის  საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

    ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

    2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

    ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში  მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;

    ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;

    გ) მოაწყონ სამობილიზაციო შტაბები;

    დ) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით .


    თავი IV
    დასკვნითი დებულება

    მუხლი 7. სამსახურის დებულების მიღება. მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
  • სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო. „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით დადგენილი წესით.
  • დებულებაში ცვლილებებისა  და დამატებების შეტანა ხორციელდება  დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
  • სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.