ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2014
ძალის დაკარგვა 31.01.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 775 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2014 მიღება
31.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 2014 წლის 14 ნოემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’, 61-ე მუხლისა და ,,ნორმატიული  აქტების  შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ  საქმეთა  სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №18 დადგენილება  ,,ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე .ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,   სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗 1. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,   სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის  დაქვემდებარებაში მყოფი  კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი სამსახურების ფუნქციონერებისათვის საჭირო პირობების შექმნას; 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, გამგებლის ბრძანების ან განკარგულების, სხვა საკანონმდებლო აქტების და ამ დებულების შესაბამისად; 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან/და გამგებლის მიერ დაკისრებულ ამოცანებს; 4. სამსახური ასრულებს საქართვლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების სამინისტროების, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს; 5. სამსახურის კომპეტენცია დგინდება გამგეობის დებულების, ან/და სამსახურის დებულების,  გამგებლის და სამსახურის უფროსის  დავალების შესაბამისად; 6.  სამსახურის სტრუქტურას და საშტატო განრიგს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი; 7. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტი. თავი II სამსახურის ფუნქციები და ვალდებულებები მუხლი 2🔗 1. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სპორტის ობიექტების მართვა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების და პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; 2. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მუნციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; 3. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული განათლების, კულტურის და სპორტის გაერთიანების  ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; 4. საქართველოს მთავრობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტრატეგიისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება, ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვა და ამ მიზნით საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა; 5. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა; 6. ახალგაზრდულ საკითხებზე პროგრამებისა და წინადადებების შემუშავება; 7. ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტული და სხვა სახის ღონისძიებათა ჩატარების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, კონკურსების ჩატარება და შესაბამისი პირებისათვის მატერიალური და არამატერიალური სახის პრიზების გაცემა; 8. მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ მოღვაწეობის ნიმუშების, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ და სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია; 9. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპურალიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა; 10. კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდული სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება; 11. ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა,  სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, თანხების მიზნობრივად ხარჯვა; 12. საქართველოს კულტურის  ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების სამინისტროს,  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და სამსახურის დებულებით, გამგებლის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობლობით  სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. თავი III სამსახურის უფლებამოსილება მუხლი 3🔗 1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კონფედენციას  მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული სამსახურების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; 2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები      და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; 3. განსახორციელებელ  ღონოსძიებებთან და საორგანიზაციო  საკითხებთან დაკავშირებით გაიაროს კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან და სტრუქტურებთან; 4. წარუდგინოს გამგებელს ბიუჯეტის პროექტი და წინადადებები ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ; 5. თავის მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, აგრეთვე  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა და მის სამოქმედო სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება; 6. განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულებით, სამსახურის დებულებათა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს; თავი IV სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა მუხლი 4🔗 1. სამსახურის თანამდებობის პირებია: ა) სამსახურის უფროსი; ბ) სამსახურის მთავარი სპეციალისტი; გ) სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; დ) სამსახურის  უფროსი სპეციალისტი; ე)  სამსახურის სპეციალისტი. 2. სამსახური ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის მოხელეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავი V       დასკვნითი დებულება მუხლი 5🔗 1. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  შეიძლება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.