ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №63 |
|
2018 წლის 25 იანვარი ქ. ვანი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, მერის ბრძანების ან სხვა საკანონმდებლო აქტების და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან/და მერის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამსახური ასრულებს საქართველოს კულტურისა და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების და მეცნიერების სამინისტროების და ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტის, მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამსახურის კომპეტენცია დგინდება მერიის დებულების ან/და სამსახურის დებულების შესაბამისად.
6. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი.
2. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
3. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული განათლების, კულტურის და სპორტის გაერთიანების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად.
4. საქართველოს მთავრობის, კულტურისა და სპორტისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის სტრატეგიისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება, ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვა და ამ მიზნით საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა.
5. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა.
6. ახალგაზრდულ საკითხებზე პროგრამებისა და წინადადებების შემუშავება.
7. ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტული და სხვა სახის ღონისძიებათა ჩატარების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, კონკურსების ჩატარება და შესაბამისი პირებისათვის მატერიალური და არამატერიალური სახის პრიზების გაცემა.
8. მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ მოღვაწეობის ნიმუშების, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ და სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
9. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპურალიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა.
10. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება.
11. ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა, სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, თანხების მიზნობრივად ხარჯვა.
12. საქართველოს კულტურის, სპორტის და განათლების სამინისტროს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის პროფესიული საჯარო მოხელეები მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სამსახურის დებულებით, მერის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობლობით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები. საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები.
3. განსახორციელებელ ღონისძიებებთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაიაროს კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან და სტრუქტურებთან.
4. წარუდგინოს მერს ბიუჯეტის პროექტი და წინადადებები ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ.
5. თავის მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა და მისი სამოქმედო სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება.
6. განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3. სამსახურის მოხელეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-15 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ფორმით.