თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №208 |
|
2018 წლის 26 იანვარი ქ. თეთრიწყარო
|
|
დებულება
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.
5. სამსახურის მისამართია საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34.
ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა/ხელშეწყობა;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაცია და საკონსულტაციო მომსახურება;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაცია და საკონსულტაციო მომსახურება;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაცია და საკონსულტაციო მომსახურება;
ე) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებასა და განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
თ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის ხელშეწყობა;
ი) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
კ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ლ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, სპორტსმენთა, ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად შესაბამისი გარემოს შექმნა და მათი ხელშეწყობა; ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
მ) სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;
გ) სოციალური დაცის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას;
დ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის პროექტების შემუშავებას;
ე) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობას;
ვ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ზ) ადგილობრივ დონეზე ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და დასაქმების სფეროებში პრობლემების შესწავლასთან და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას;
ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
გ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას;
დ) ადგილობრივ დონეზე კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების კოორდინაციას;
ე) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას;
ვ) ადგილობრივ დონეზე სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას;
ზ) სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
თ) მასობრივი სპორტის განვითარების მომზადება/ხელშეწყობას;
ი) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამების პროექტების მომზადებას;
კ) ადგილობრივ დონეზე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში პრობლემების შესწავლას და წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ლ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, სპორტსმენთა, ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად შესაბამისი გარემოს შექმნასა და მათ ხელშეწყობას, ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.
2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.
3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი №1თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დებულება