ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2014 წლის 14 ნოემბერი ქ. ვანი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, გამგებლის ბრძანების ან განკარგულების, სხვა საკანონმდებლო აქტების და ამ დებულების შესაბამისად;
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან/და გამგებლის მიერ დაკისრებულ ამოცანებს;
4. სამსახური ასრულებს საქართვლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების სამინისტროების, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს;
5. სამსახურის კომპეტენცია დგინდება გამგეობის დებულების, ან/და სამსახურის დებულების, გამგებლის და სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად;
6. სამსახურის სტრუქტურას და საშტატო განრიგს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;
7. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტი.
2. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მუნციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
3. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული განათლების, კულტურის და სპორტის გაერთიანების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
4. საქართველოს მთავრობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტრატეგიისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება, ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვა და ამ მიზნით საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა;
5. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა;
6. ახალგაზრდულ საკითხებზე პროგრამებისა და წინადადებების შემუშავება;
7. ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტული და სხვა სახის ღონისძიებათა ჩატარების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, კონკურსების ჩატარება და შესაბამისი პირებისათვის მატერიალური და არამატერიალური სახის პრიზების გაცემა;
8. მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ მოღვაწეობის ნიმუშების, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ და სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;
9. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპურალიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
10. კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდული სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება;
11. ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა, სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, თანხების მიზნობრივად ხარჯვა;
12. საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და სამსახურის დებულებით, გამგებლის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობლობით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
3. განსახორციელებელ ღონოსძიებებთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაიაროს კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან და სტრუქტურებთან;
4. წარუდგინოს გამგებელს ბიუჯეტის პროექტი და წინადადებები ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ;
5. თავის მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა და მის სამოქმედო სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
6. განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, სამსახურის დებულებათა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს;
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
გ) სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;
დ) სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ე) სამსახურის სპეციალისტი.
2. სამსახური ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3. სამსახურის მოხელეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.