წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე
მიღების თარიღი 17.11.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.104.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.11.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №56
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეიქმნას 14 ადმინისტრაციული ერთეული, კერძოდ:
ა)
წალენჯიხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი წალენჯიხა (ცენტრი), სოფლები: ზედამაზანდარა, ქვედამაზანდარა, ზღვაია, ხვითერი-საკალანდიო, ლუღერა-სამცაცხვი);
ბ)
ჯვარის ადმინისტრაციული ერთეული; (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ჯვარი (ცენტრი), სოფლები: ჯვარი, ოჭანე, ნაკა);
გ)
მიქავას ადმინისტრაციულ ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მიქავა (ცენტრი), ლეჯოლიხე, ლეღვინჯილე);
დ)
ეწერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ეწერი (ცენტრი), სოფლები: ლექარდე, ლეძაძამიე);
ე)
ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩქვალერი (ცენტრი), ლეშამგე);
ვ)
საჩინოს ადმინისტრაციული ერთული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საჩინო (ცენტრი), კუხეში, ნაგურუ, ზედა საჩინო);
ზ)
ჯგალის ადმინისტრაციული ერთული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჯგალი (ცენტრი), ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე);
თ)
ლიის ადმინისტრაციული ერთული ((სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლია (ცენტრი), პალური, ზედალია, მახარია);
ი)
ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფახულანი (ცენტრი), ჭველე, წყოუში, ქალაღალი);
კ)
ჭალეს ადმინისტრაციული ერთული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭალე (ცენტრი), ეწერფერდი, ფოცხო-ეწერი);
ლ)
მუჟავას ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია –სოფლები: მუჟავა (ცენტრი), ოლორი, ნაშამგუ);
მ)
ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნაკიფუ (ცენტრი), ლეჟა, ულურია, ნანჯარუ);
ნ)
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ობუჯი (ცენტრი), სამესხიო, ჯაღირა);
ო)
მედანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მედანი (ცენტრი), ლარა).
მუხლი 2🔗
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულები თავის საზღვრებში მოიცავს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისთვის ამ დადგენილების 1-ლი მუხლით მიკუთვნებულ დასახლებებს.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 5 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია