ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.10.2014 ბოლო ცვლილება 27.11.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.112.016195
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2014 წლის 30 ოქტომბერი

       ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
 საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეიქმნას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები და დადგინდეს მათი საზღვრები:
ა) ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეული – ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ბ) აცანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების აცანისა და ტელმანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
გ) აკეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ზემო აკეთის, ქვემო აკეთის, ჭანჭათისა და გაგურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
დ) მამათის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების მამათის, კონჭკათის, ქვემო მამათისა და შათირის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ე) ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ქვიანის, ჩოლობარის, ჭყონაგორას, ჯაპანას, ნიგოითისა და ჯიხეთის მონასტერის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ვ) შუხუთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ზემო შუხუთისა და ზემო შუხუთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ზ) მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების მაჩხვარეთის, ორაგვესა და ჯუნმერეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
თ) გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ჯუნეწერისა და გვიმბალაურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ი) ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ზემო ჩიბათის, ქვემო ჩიბათისა და ჭალას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
კ) ლესის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ლესას და ჭინათის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ლ) ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ბაღლეფის, ეწერისა და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
მ) ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ნინოშვილისა და ყელას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ნ) ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეული – ნიგვზიანის, ხაჯალიას, არჩეულისა და ჩანჩეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ო) ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ჯიხანჯირის, შრომისუბანის, მოედანის, ხორეთის, კოკათის, ჩოჩხათისა და გულიანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
პ) ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების წყალწმინდას, ღრმაღელეს, ომფარეთისა და ორმეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ჟ) სუფსის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ახალისოფელის, ტაბანათის, ჩქუნის, ხიდმაღალას, გრიგოლეთის, მალთაყვასა და სუფსას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2015.
როდის იქნა მიღებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“?
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ მიღებულია 30.10.2014. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.112.016195.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.11.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“, №40, 30.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016195 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2560094/