⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.11.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.11.2014
ძალის დაკარგვა 05.11.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.175.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,971 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2014 მიღება
05.11.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 2014 წლის 18 ნოემბერი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის, მე-19 მუხლის  მესამე პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-8 მუხლის მეორე პუნქტის  და  საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციოპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად. მუხლი 4🔗 კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 6🔗 დადგენილება  შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ერთი  თვის ვადაში. მცხეთა სამხედროს ქ. №17.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი №1 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗.  საერთო მოთხოვნები 1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს: ა)  უმაღლეს განათლებას, სამუშაო გამოცდილებას; ბ) ქართულ ენაზე, გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარს;            გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის microsoft Office Word, Microsoft Office Exsel, Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნას. 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის სავალდებულოა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნა, მათ შორის: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია  „ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მუხლი 2🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს: ა) ზოგადი უნარების მოთხოვნები; ბ) პროფესიული უნარების მოთხოვნები; გ) გუნდური მუშაობის უნარი; დ) ანალიზისა და ადაპტაციის უნარი. მუხლი 3🔗. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის. 2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის, ზოგადი უნარების სფეროში. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად (თანამდებობის შესაბამისად) სავალდებულოა წინამდებარე დანართის 1-ლი მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. მუხლი 5🔗. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში: 1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, თანაშემწეს, მთავარ სპეციალისტსა და წამყვან სპეციალისტს თანამდებობათა რანგების შესაბამისად მოეთხოვებათ: ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს მოეთხოვება უმაღლესი განათლება, მაგისტრი (მაგისტრთან გათანაბრებული) დიპლომი, საჯარო სამსახურში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის და ჯგუფური მუშაობის უნარი,  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №01 დადგენილების, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს დადგენილება №02, სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა. ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს მოეთხოვება უმაღლესი ეკონომიური განათლება, მაგისტრი (მაგისტრთან გათანაბრებული) დიპლომი, საჯარო სამსახურში მუშაობის 2-წლიანი  გამოცდილება,  დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის და ჯგუფური მუშაობის უნარი,  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №01 დადგენილების, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს დადგენილება №02, სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა. გ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტს  (იურიდიულ საკითხებში) მოეთხოვება: უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის (მაგისტრთან გათანაბრებული) დიპლომი, საჯარო სამსახურში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება,  ჯგუფური მუშაობის უნარი,  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №01 დადგენილების, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს დადგენილება №02 ცოდნა. დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წამყვანი სპეციალისტს მოეთხოვება. უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი, საჯარო სამსახურში 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, “ საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №01 დადგენილების, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს დადგენილება №02  ცოდნა.             დანართი-№2 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთო მოთხოვნები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერიის) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება (განყოფილების უფროსისათვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება) გ) მერიის დებულება; დ) მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ე) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 2. მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო  განყოფილების თანამშრომლების ა) უმაღლესი განათლება; (ვებ-ადმინისტრატორისათვის საშუალო განათლება) ბ) სამუშაო  გამოცდილება( განყოფილების უფროსისთვის 1 წლამდე მუშაობის გამოცდილება) ; გ) მერიის  დებულება; დ) მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ე) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ვ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ–ტექნიკური  უზრუნველყოფის განყოფილება ა) საშუალო განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) მერიის  დებულება; დ) მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 5 მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება ა)   უმაღლესი  ეკონომიური განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; (განყოფილების უფროსისათვის არანაკლებ  3 წლიანი გამოცდილება) გ) მერიის  დებულება; დ) მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულება; ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ბიუჯეტის დაფინანსება ზემყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე. ვ)საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ. თ)საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“. კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანება “საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“. მ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“. ნ) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე: rs.ge - ზე მუშაობის გამოცდილება. ო) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა პ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და InternetExplorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 6. მერიის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანამშრომლებისთვის: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 0-1 წლამდე გამოცდილება; გ) მერიის  დებულება; დ) მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულება ე) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 7. განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური თანამშრომლებისთვის: ა) უმაღლესი განათლება (სპორტის საკითხებში მომუშავე თანამშრომლისთვის საშუალო განათლება); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 0-1 წლამდე გამოცდილება; ა) მერიის  დებულება; ბ) განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 8 .მერიის  იურიდიული სამსახურის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის  ორ  წლიანი  გამოცდილება მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე და საჯარო სამსახურში მუშაობის  ერთ წლიანი  გამოცდილება წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე; გ) მერიის  დებულება; დ) მერიის  იურიდიული სამსახურის  დებულება; ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-11, მე-15, მე-17 თავები; კ),,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება; ლ)„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009წლის 24 მარტის №57 დადგენილება მ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 9. მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) მერიის  დებულება; დ) მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულება ე) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის დადგენილება „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ თ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ი) საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მ) საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ ნ)„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ო) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; პ) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება; ჟ) „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება; რ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; ს)სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება ,,შესყიდვების ობიექტების იდენთიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ტ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 10.  მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ა) უმაღლესი განათლება შესაბამისი სპეციალობით; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის  ორ  წლიანი   გამოცდილება მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე და საჯარო სამსახურში მუშაობის  ერთ წლიანი  გამოცდილება წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე; გ) მერიის  დებულება; დ) მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის  დებულება ე) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ვ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 150-ე მუხლები, თ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ი) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel,  ArchiCAD და AutoCAD-ის   სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 11. მერიის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება; გ) მერიის  დებულება; დ) მერიის  სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულება; ე) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ ვ) საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ ზ) საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ თ) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 12 .მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ერთ წლიანი   სამუშაო გამოცდილება ; გ) მერიის  დებულება; დ) მერიის  შიდა აუდიტის სამსახურის დებულება; ე) საქართველოს კანონი „შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ ვ)  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“. თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.