ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.12.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 30.11.2010
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2014 წლის 21 ნოემბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილება( სსმ, 65, 17/12/2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით“, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
2.
სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
3.
სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა , კოსტავას ქ.№3.
თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗
1.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა)
ქედის მუნიციპალიტეტის ( შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ბ)
მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივ პროგრამათა შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების კოორდინაცია;
გ)
საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა.
2.
. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა)
ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავების სამუშაოთა კოორდინაცია, დამტკიცებული მიზნობრივ პროგრამების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი;
ბ)
უზრუნველყოს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი და მიწის რესურსების აღრიცხვა, მართვა, მათი რაციონალური გამოყენება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით;
გ)
კონტროლი გაუწიოს გარემოს მდგომარეობას, გარემოს ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას;
დ)
უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება და ადმინისტრირება;
ე)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად განკუთვნილი პროგრამებისა და პროექტების ეკონომიკური შეფასება;
ვ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
ზ)
თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციების, კრედიტების) მოზიდვა, ეფექტური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;
თ)
სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის პირობების შექმნა, მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მეწარმეობის, მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამების, ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავება;
ი)
კომპეტენციის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა, სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიის მართვაში მონაწილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავება, შესაბამის სამსახურებთან ერთად;
კ)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
მ)
მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ნ)
უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ო)
განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა)
ქონების მართვის განყოფილება;
ბ)
შესყიდვების განყოფილება.
3.
ქონების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა)
თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ)
წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებაში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ;
გ)
მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;
დ)
წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ე)
თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის მომზადება;
ვ)
ადგილობრივი ქონების მონიტორინგი და მათი ექსპლატაციის ეფექტურობის შეფასება;
ზ)
ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული წინადადების მომზადება;
თ)
უზრუნველყოს წინადადების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას;
ი)
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს მასალები თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისათვის აუქციონის ჩასატარებლად, მათი შესაბამის კომისიაზე განხილვის მიზნით;
კ)
განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური და ან იურიდიული პირების (მოიჯარეების) მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დასვას საკითხი გამგებლის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
4.
შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია:
ა)
უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ბ)
სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადება;
გ)
ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;
დ)
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ე)
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და უფროსი/უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.
3.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით.
4.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5.
სამსახურის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკთა შორის;
გ)
აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ)
უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
ვ)
თანამშრომლებისაგან პერიოდულად ისმენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ;
თ)
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით;
ი)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
მუხლი 5🔗
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ)
ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია გამგეობაში;
გ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის უფლებებითა და გარანტიებით.
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 6🔗
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.