ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2014 წლის 19 ნოემბერი ქ. გორი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის და 2014 წლის 2 აგვისტოს № 1 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის" 81-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნათა თანახმად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
2. პრემიის მიზანია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით,საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
2. პრემიის გაცემის შესახებ მერიის თანამდებობის პირების და მერიის სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ საკრებულოს თავმჯდომარე.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.