სს ბიზნესცენტრი „სოფმშენის“ აქციონერთა არაგეგმიური კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს ბიზნესცენტრ „სოფმშენის“ (ს/კ 204 854 014)
(აქციონერთა არაგეგმური კრების მოწვევის შესახებ)
2014 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
საზოგადოების წესდების მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, ჯამურად 29.13 % ხმების მქონე აქციონერების ვახტანგ ლომაიასა და ბიჭიკო წერეთლის მხრიდან, საზოგადოების ადგილსამყოფლის მისამართზე (ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ №45, სართული 9) 2014 წლის 22 დეკემბერს, 12:00 საათზე მოიწვევა საზოგადოების არაგეგმური კრება ბეჭდვით ორგანოში განცხადებით, შემდეგი დღის წესრიგით:
- აუდიტის მოწვევის შესახებ;
- სესხის შესახებ;
- საზოგადოების შემოსავლების და მოგების ოპტიმიზაციის კუთხით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
- საზოგადოების ქონების ეფექტურად მართვის მიზნით მმართველი კომპანიის შერჩევის თაობაზე ტენდერის გამოცხადების შესახებ.
- საწარმოსთვის შემოსავლების გაზრდის მიზნით, საწარმოზე რიცხული ეზოს ტერიტორიით მოსარგებლე ყველა პირისთვის გადასახადის სავალდებულოობის დაწესების თაობაზე.
- აქციონერების სააქციო საზოგადოების მართვაში ფორმალური მონაწილეობის და დივიდენდის ყოველთვიური ხელფასის სახით განაწილების პრაქტიკის აკრძალვის შესახებ.
- კომპანიის შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაჯარიმების აქტის სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე (კომპანიისათვის ზიანის მიყენების შესახებ).
- ქონების გადასახადის ობიექტურად დარიცხვის მიზნით სააქციო საზოგადოების ქონების საბაზრო ღირებულებით შეფასების შესახებ.
- კომპანიის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
- ბიზნესცენტრ „სოფმშენის“ მხრიდან საწარმოს აქციონერების ვახტანგ ლომაიას, ბიჭიკო წერეთლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაუცემლობის შესახებ.
- კომპანიის მხრიდან იჯარით ფართების გაცემის საერთო სტანდარტის დადგენის თაობაზე (აქციონერების და ურთიერთდამოკიდებული პირების მხრიდან ფარული დამატებითი შემოსავლების მიღების აღსაკვეთად).
- 2015 კალენდარული წლისთვის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.
კრების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 20 ნოემბერი.
კრების მომწვევი აქციონერების ხელმოწერა:
ვახტანგ ლომაია
ბიჭიკო წერეთელი