„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4132
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.05.001.002.490
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 29/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) 39-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან ან/და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებზე და იმ დამხმარე პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობაში;

ბ) სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებულ სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, აგრეთვე იმ პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამეცნიერო საქმიანობაში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობათა ნუსხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.“;

გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლებულ პირებზე.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ამავე მუხლით განსაზღვრული პირების შესაბამისი სამეცნიერო, აკადემიური (სამეცნიერო-პედაგოგიური) ან დამხმარე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 31 დეკემბრისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4132–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2006.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4132. სარეგისტრაციო კოდი — 440.050.000.05.001.002.490.
სად არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №4132, 27.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.002.490 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25846/