„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსკანონი
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 315) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებ ა და ცვლილებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვე პუნქტი:
„ზ) ხარვეზი – წარმოდგენილი დოკუმენტის ამ კანონით მოთხოვნილ ფორმასთან შეუსაბამობა ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანის არარსებობა.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტრო ან წარმომადგენლობა ამის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს, რათა აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულ იქნეს 4 თვემდე ვადაში.
4. თუ განმცხადებელი 4 თვის ვადაში ვერ წარმოადგენს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადს ან/და დოკუმენტებს უხარვეზოდ, განაცხადი რჩება განუხილველი და განმცხადებელს უბრუნდება უკვე წარმოდგენილი დოკუმენტები.“.
4. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში რეპატრიანტმა საქართველოში გამომგზავრებამდე 1 თვით ადრე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ფორმის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 აპრილამდე მიიღოს დადგენილება „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“, რომელიც გამორიცხავს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას. აღნიშნული დადგენილების პროექტის მომზადება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.“.
7. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. გარდამავალი დებულება
ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადები განისაზღვროს 2010 წლის 1 იანვრით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 1 დეკემბერი.
№2204–IIს