ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2014
ძალის დაკარგვა 17.09.2015
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.09.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 20.05.2013
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2014 წლის 21 ნოემბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 მაისის №7 დადგენილება (ვებგვერდი, 24/05/2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016106).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ამ მოთხოვნებით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს უწესდებათ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მოთხოვნები არ ვრცელდება გამგებლის პირველ მოადგილეზე, მოადგილეებზე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებზე და დამხმარე მოსამსახურეებზე. პირველი თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება გამგეობის ყველა მოხელეზე, ხოლო მეორე თავით დგინდება სპეციალური მოთხოვნები სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთათვის. პირველი თავით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ატესტანტის/კონკურსანტის გამოცდა მოხდება ტესტირების ფორმით. ხოლო მე-2 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით - გასაუბრების ფორმით. მე-2 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, ყველა მოხელეს მოეთხოვება ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საერთო მოთხოვნები
1.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს, გარდა წამყვანი სპეციალისტებისა მოეთხოვება უმაღლესი განათლება.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ წამყვან სპეციალისტებზე:
ა)
წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ხაზინის საკითხებში.
3.
გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)
ევროპული ქარტია - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ)
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“.
დ)
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე)
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი;
თავი II
სპეციალური მოთხოვნები
მუხლი 2🔗.
სპეციალური მოთხოვნები
1.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის საკითხებში:
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
2.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
„ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 1 აგვისტოს № 3 დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
3.
მთავარი სპეციალისტი ტექნიკური (აიტი) უზრუნველყოფის საკითხებში:
ა)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
ბ)
ქსელის ადმინისტრირების ცოდნა.
4.
იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი;
ა)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
გ)
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
5.
მთავარი სპეციალისტი საკადრო საკითხებში:
ა)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
ბ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
6.
წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
დ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
7.
საქმისწარმოების განყოფილების უფროსი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
„ საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
დ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
8.
მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;
ა)
„ საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისსა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
9.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)
„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
10.
მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასა და გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში;
ა)
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
11.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი;
ა)
ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია;
ბ)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ)
საქართველოს კანონი „ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-4 კარი;
დ)
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 თავი;
ე)
„ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება;
ვ)
ქედის მინიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
ზ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
12.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში;
ა)
ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია;
ბ)
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 თავი;
გ)
„ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინასთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება;
დ)
ქედის მინიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
13.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია;
გ)
საქართველოს კანონი „ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-4 კარი;
დ)
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 კარი;
ე)
ქედის მინიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
ვ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
14.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ხაზინის საკითხებში;
ა)
ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია;
ბ)
საქართველოს კანონი „ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-4 კარი;
გ)
ქედის მინიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
დ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
15.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია;
გ)
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 კარი;
ე)
ქედის მინიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
ვ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
16.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში;
ა)
ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია;
ბ)
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 კარი;
გ)
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის № 1321 ბრძანება;
დ)
ქედის მინიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
17.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ეკონომიკის დაგეგმვისა და განვითარების საკითხებში:
ა)
ეკონომისტის კვალიფიკაცია;
ბ)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ)
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება;
ვ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
18.
ქონების მართვის განყოფილების უფროსი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ბ)
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
19.
მთავარი სპეციალისტი ქონების საკითხებში:
ა)
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
20.
წამყვანი სპეციალისტი ქონების საკითხებში:
ა)
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
21.
შესყიდვების განყოფილების უფროსი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
„გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
გ)
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
22.
წამყვანი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში;
ა)
„გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
23.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
ბ)
უმაღლესი საინჟინრო (არქიტექტურული) განათლება;
გ)
„ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე)
„მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ვ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულება;
ზ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
24.
მთავარი სპეციალისტი მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში;
ა)
„ მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
25.
წამყვანი სპეციალისტი მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში;
ა)
„ მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
26.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
ბ)
საქართველოს კანონი „ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“ მე-4 თავი;
გ)
„მშენებლობების ნებართვების გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
27.
წამყვანი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში.
ა)
საქართველოს კანონი „ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ მე-4 თავი;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
28.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის - განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
,,ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება;
ვ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
29.
მთავარი სპეციალისტი განათლებისა და კულტურის საკითხებში;
ა)
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება;
დ)
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
30.
მთავარი სპეციალისტი ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში.
ა)
,,ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება;
დ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
31.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“;
გ)
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
32.
მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში:
ა)
საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
33.
ქედის მუნიცოპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში;
ა)
სამედიცინო პროფილის უმაღლესი განათლება;
ბ)
„ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)
„ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
34.
მთავარი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში:
ა)
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)
„ სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება;
დ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
35.
მთავარი სპეციალისტი სტიქიის საკითხებში:
ა)
„ სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №5 დადგენილება;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება;
დ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
36.
ქედის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ა)
შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ)
ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია;
გ)
„შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;
დ)
შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება;
ვ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
37.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:
ა)
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ)
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება;
ე)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
38.
წამყვანი სპეციალისტი:
ა)
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება;
გ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
39.
გამგებლის წარმომადგენლები;
ა)
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ბ)
კომპიუტერული საოფისე პროგრამა ( Microsoft word, Excel).
მუხლი 3🔗.
სხვა დებულებანი
1.
მოხელეს არ მოეთხოვება იმ ნორმატიული აქტის ან ნაწილის ცოდნა, რომელიც ძალადაკარგულად იქნება კონკურსის/ატესტაციის ჩატარების დროისათვის.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა, კომისია უფლებამოსილია ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ჩაანაცვლოს მსგავსი შინაარსის მქონე ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით.
3.
დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.