„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№90
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.157.016194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №90

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 29 აგვისტოს №72 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge , 08/09/2014, 010250020.35.157.016176):
1. დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) კანცელარია;

გ) HR (კადრების მართვა);

დ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) ზედამხედველობის განყოფილება;

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4  სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

6. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით.

7. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგენითა და გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

9. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;

ი)  დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

10. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

11. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით,  ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

12. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.“

2. დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ.

დ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის,  ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

კ) უზრუნველყოს გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და წარმოება;

ლ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;

მ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;

ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ო)  სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

პ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო და სხვა დოკუმეტების აღრიცხვას;

ჟ)  წინადადებების მომზადებას საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში; საკრებულოსა და გამგეობის შენობის ტექნიკური უზრუნველყოფას;

რ) კონტროლს მიმდინარე მშენებლობაზე, დაგვა-დასუფთავებაზე, გარე განათებაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, სამშენებლო ან სხვა სახის ნარჩენების გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე,  მონიტორინგის ჩატარებას და შესაბამისი დასკვნის წარდგენას;

ს) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორაგნიზაციული-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;

ტ) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურებას, მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე  გაცემული ცნობების რეესტრის წარმოებას და ასლების შენახვას;  

უ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“

3. დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების“  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას, დასუფთავებას, კომუნალურ მომსახურეობასა და სხვა მომსახურებას;

ბ) წინადადებების მომზადებას საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში; საკრებულოსა და გამგეობის შენობის ტექნიკურ მომსახურებას;

გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

დ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“

 

4. დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8.  სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მშენებარე შენობა-ნაგებობის, საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელებას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტროლს შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე;

ბ) მშენებლობაში მონაწილეებისათვის  საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას;

გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის სამშენებლო ნორმების შესახებ  მიწერილობის პროექტის გაცემას;

დ) კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის, აშენებული, აღდგენილი რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის  შესახებ    წინადადებების მომზადებას;

ე) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში  შესაბამისი  წინადადებების  მოზადებას დამრღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე, მონაწილეობის მიღებას მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში;

ვ) კონტროლს მიმდინარე მშენებლობაზე, დაგვა-დასუფთავებაზე, გარე განათებაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, სამშენებლო ან სხვა სახის ნარჩენების გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე,  მონიტორინგის ჩატარებას და შესაბამისი დასკვნის წარდგენსა;

ზ) მშენებარე რეკონსტრუქციაში მყოფი ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას;

თ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის ფასადების) კონტროლს;

ი) სამშენებლო-სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) ქალაქის დაზიანებული ქუჩების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესებას;

კ) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში წერილობითი დასკვნის წარდგენას გამგებელთან 3(სამი) დღის ვადაში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და გადაგზავნას წერილობით შემსრულებელთან;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე