მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების,თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2014 წლის 24 ნოემბერი დ.მესტია |
|
საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2014 წლის 24 ნოემბერი
დ.მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების,თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა დაადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომისა ანზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,მუხლი 1
განისაზღვროს და დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები, თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართის №1 შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა დანართის №1 შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 დეკემბერის N-4 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 31 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რაგნირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობათა სარგოები
(ლარებში)
1.
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
2.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
3.
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1000
4.
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1000
წამყვანი საჯარო თანამდებობა
5.
აპარატის უფროსი
1000
უფროსი საჯარო თანამდებობა
6.
განყოფილების უფროსი
810
7.
თანაშემწე
790
8.
მთავარი სპეციალისტი
560
დამხმარე მოსამსახურე
9.
დამლაგებელი
320
10.
მძღოლი
590
საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა
№
თანამდებობათა დასახელება
საშტატო ნუსხა
საკრებულოს აპარატი
1.
აპარატის უფროსი
1
2.
თანაშემწე
1
საოქმო განყოფილება
2.
განყოფილების უფროსი
1
3.
მთავარი სპეციალისტი
2
საორგანიზაციო განყოფილება
4.
განყოფილების უფროსი
1
5.
მთავარი სპეციალისტი
1
პრესცენტრის განყოფილება
6.
განყოფილების უფროსი
1
7.
მთავარი სპეციალისტი
1
იურიდიული განყოფილება
8.
განყოფილების უფროსი
1
9.
მთავარი სპეციალისტი
1
დამხმარე მოსამსახურე
10
დამლაგებელი
1
11.
მძღოლი
1