⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.09.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2014
ძალის დაკარგვა 11.09.2015
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016197
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 538 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2014 მიღება
11.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2014 წლის 25 ნოემბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 29-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის“ მე–8 მუხლისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73 /სა ბრძანების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დანართში მითითებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებადი ვებ–გვერდის (hr.gov.ge) მეშვეობით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №21 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ნოემბრის №22 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები ყველა კონკურსანტს მოეთხოვება: 1. ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 2. შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ )ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”; დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ"; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 3. უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი). 4. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ–გვერდზე (hr.gov.ge) გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობებიდან, კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურსანტის დოკუმენტაცია არ განიხილება. მუხლი 2🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები გარდა პირველ მუხლში მითითებული ნორმატიული აქტებისა, კონკურსანტებს მოეთხოვებათ: 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე   (1 საშტატო ერთეული) ა) საქართველოს შრომის კოდექსი ბ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ"; გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; 2. მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; 3. სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. მუხლი 3🔗. დამატებითი მოთხოვნები 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე    (1 საშტატო ერთეული) ა) უმაღლესი იურიდიული განთლების დიპლომი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება; გ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, გაცემული რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (არსებობის შემთხვევაში); დ) ერთ–ერთი უცხოური ენის საფუძვლიანი ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნის სერტიფიკატი; ვ) ელექტრონულ ბაზებთან და/ან სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) სასამართლოს, ადვოკატურის ან პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი; 2. მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) უმაღლესი განათლების დიპლომი; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) ერთ–ერთი უცხოური ენის ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ე) კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში). 3. სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) უმაღლესი განათლების დიპლომი; ბ) ერთ–ერთი უცხოური ენის ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; გ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4🔗. ტესტირების ზღვარი კონკურსით გათვალისწინებული ტესტირების მინიმალური ზღვარია 51%.