⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.10.2015)
გაუქმებულია:

ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2014
ძალის დაკარგვა 07.10.2015
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 382 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2014 მიღება
07.10.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2014 წლის 25 ნოემბერი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყვარლის  მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები,  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ყვარლის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურის მოხელეებზე. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 ნოემბრის  №23 (სსმ., 05.12.2013 წ.,  010340000.35.164.016100) დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი ყვარლის  მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ყვარლის  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 1🔗. ყველა საჯარო მოხელეს  მოეთხოვება: 1. ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 2. საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Windows, MS Office Word, MS Office Excel, MS Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.  მუხლი 2🔗. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. მუხლი 3🔗 საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და  შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. მუხლი 4🔗 საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსისა და გამგეობის  სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. მუხლი 5🔗 საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის  და უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. მუხლი 6🔗 საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა   არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა. მუხლი 7🔗 ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა.