„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56 |
|
2014 წლის 26 ნოემბერი ქ. ქუთაისი |
„2. თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსული დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, დასაშვებია სხდომის ტრანსლაცია ან არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის უზრუნველყოფა“.
„გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად – სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან“.
„7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.“
„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.“
„1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“
„ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.“
„10. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება.“
„3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“
„მუხლი 97. არჩეულ პირთა გადაყენების ზოგადი წესი
საკრებულოს მიერ არჩეულ პირთა გადაყენება ხდება იმავე წესით, როგორც მოხდა მათი არჩევა, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა წესი არაა დადგენილი.“
„მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი.“
„2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, დასაშვებია სხდომის ტრანსლაცია ან არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის უზრუნველყოფა.“
„3. საზოგადოებრივი დარბაზი მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, თვეში ერთხელ მაინც.“
|