მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №N
სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებული
სარეგისტრაციო კოდი 100060040.22.038.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პენიტენციური კოდექსი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №157
2014 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების
და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და 1121 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი N1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ნიმუში N2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
დანართი N1
მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების
და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი
მუხლი 1🔗
მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულებისა და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომ - დაწესებულება) განთავსებულ მსჯავრდებულთა სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხვის, ამორიცხვისა და სამეურნეო სამუშაოებისთვის ანაზღაურების მიცემის წესს.
მუხლი 2🔗
1. მსჯავრდებული შეიძლება ჩარიცხულ იქნეს დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.
2. მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულთათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
3. მსჯავრდებულის გადაყვანა სხვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ხდება, მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა, მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
5. მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხვა ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დაწესებულების ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.
6. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია მსჯავრდებულის დასაქმება, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით.
7. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებული არ ჩაირიცხება სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.
მუხლი 3🔗
1. მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდა განესაზღვრა, მისივე წერილობითი თანხმობით, შეიძლება დატოვებულ იქნეს პატიმრობის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია იმ ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის, სადაც რისკების გათვალისწინებით განთავსდებოდა მსჯავრდებული და რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია პატიმრობის დაწესებულებაში.
2. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 4🔗
1. სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებულ მსჯავრდებულთა დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის მეშვეობით (დანართი №2), რომლის მოხსნა მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს დასრულებამდე. მსჯავრდებული ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი ჩააბაროს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებას.
2. სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებულ მსჯავრდებულთათვის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების გაცემისა და ჩაბარების აღრიცხვას აწარმოებს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია მოსთხოვოს სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებულ მსჯავრდებულს სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ჩაბარება.
3. სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულებისაგან დგება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს სამუშაო ჯგუფის უფროსი და სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილე.
მუხლი 5🔗
1. იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებული ასრულებს ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს მას დაენიშნება ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:
ა) სამუშაო ჯგუფის უფროსს თვეში 250 ლარის ოდენობით.
ბ) სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილეს თვეში 225 ლარის ოდენობით.
გ) სამუშაო ჯგუფის წევრი მსჯავრდებულს თვეში 200 ლარის ოდენობით.
2. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის ანაზღაურება მსჯავრდებულს ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 6🔗
1. სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულების რეესტრს აწარმოებს დაწესებულების სოციალური განყოფილება, ხოლო ტაბელს აწარმოებს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება.
2. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
3. მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
მუხლი 7🔗
1. სამეურნეო სამუშაოებიდან ამორიცხვა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
2. მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოდან ამორიცხვის საფუძვლებია:
ა) მსჯავრდებულის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში;
ბ) მსჯავრდებულის პირადი განცხადება;
გ) მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შეუსრულებლობა;
დ) მსჯავრდებულისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება;
ე) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ვ) მსჯავრდებულის გარდაცვალება;
ზ) მსჯავრდებულის გათავისუფლება დაწესებულებიდან.
დანართი №2
სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულის
სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ნიმუში
1. სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი:
N
სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებული
2. სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის აღწერილობა:
ა) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი მზადდება თეთრი ფერის მასალისაგან, მართკუთხედის ფორმით;
ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ზედაპირზე აღინიშნება ნიშნის ნომერი და წარწერა ქართულ ენაზე: „სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებული“;
გ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი სპეციალური სამაგრით, თვალსაჩინო ადგილზე, მაგრდება მკერდის მარჯვენა მხარეს.