ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №63 |
|
2014 წლის 1 დეკემბერი ქ. ახმეტა |
|
1.ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, MS Office Excel, MS Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.გ)საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ.ე)საქართველოს კანონი ,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
2. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, საკრებულოს რეგლამენტის და საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
3. გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა .
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა .
5. საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტისათვის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა , ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტისათვის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა.
6. საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტისათვის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტისათვის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა.
7. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა.
8. ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- „ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.12.2014. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №63. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.162.016280.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.09.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №63, 01.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016280 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2593449/