საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.11.2014 ძალადაკარგული 26.06.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№626
სარეგისტრაციო კოდი
010220000.10.003.018257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №626

2014 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1🔗

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑13 მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ადმი­ნისტრაციის თანდართული დებულება.
მუხლი 2

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგუ­ლად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012
წლის 6
ივლისის №244 დადგენილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულე­ბის დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 3🔗

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „საქართველოს მთავ­რო­ბის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქა­რ­თ­ვე­ლოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრო­ბის სა­ქ­მიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინ­ფო­რმა­ციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე, საქართველოს მთავ­რობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხე­ლ­მ­ძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართვე­ლოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მი­ნის­ტ­რის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართვე­ლოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ‑ ქ. თბი­ლისი, ინგოროყვას ქ. №7.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ძირითადი ამო­ცანები და ფუნქციები🔗

საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების გან­ხორ­ციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმი­ნი­ს­ტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის პირობების შექმნას;

ბ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ მთავრობის ხელმძღვა­ნე­ლო­ბის, საქართველოს კონსტიტუციის და სხვა ნორმატიული აქტების სა­ფუძ­­ველზე მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;

გ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ მთავრობის სხვა წევრების  საქ­მიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზებას;

დ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ მთავრობის სხდომების მო­­წ­­­ვე­­ვისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავ­რო­ბის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით და­დ­გენილი წესით;

ე) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, საქართველოს პრე­­მიერ-მინისტრის ბრძანებათა პროექტების მომზადებასა და სამარ­თ­ლებრივ ექსპერტიზას;

ვ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ უფლებამოსილების ფარგ­ლებ­ში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ‑ ბრძანების გამოცე­მი­სა და მთავ­რობის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციე­ბის შეს­­­რუ­­ლე­ბის ორგანიზებას;

ზ) სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეს­რუ­ლების მიზნით, მთავრობის ყოველ­წლი­ური ამოცანებისა და პრიო­რი­ტეტების განსაზღვრას და საქართვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა­თ­ვის დასამ­ტკი­ცებლად წარდგენას;

თ) მთავრობის ყოველ­წლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების შეს­რ­უ­­ლების მიზნით, სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრების აპა­რა­ტე­ბიდან მათ მიერ და­გე­გ­­მილი კონკრეტული ღონისძიებების შესა­ხებ ინფორმაციის (ნუსხის) გა­­­მოთხოვას;

ი) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მთავრობის ყოველწლიური სა­მო­ქმედო გეგმის შემუ­შავე­ბას, საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას და მისი შეს­რუ­ლე­ბის კონტროლს;

კ) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმია­ნობას და მათი შესრულების კონტროლს;

ლ) საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით, სამთავრობო პროგრამის შეს­რუ­ლების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ანგარიშის მომზადებას და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის ორგანიზებას;

მ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრისა და მთავრობის საქმიანობის ინ­ფო­რმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ნ) საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, მონიტორინგს, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემის დანერგვას და მათ მუდმივ გაუმ­ჯო­ბესებას;

ო) სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მიზნობრივი პროგრამების გან­ხორ­­ციელების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, საქართველოს პრე­მიერ‑მინისტრისათვის წარდგენას, მათი განხორცი­ე­ლე­ბის ხელშე­წ­ყობასა და მონიტორინგს;

პ) აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტი­ტუ­ცი­­ური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავებას და საქარ­თ­ვე­ლოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას;

ჟ) კვარტალში ერთხელ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შედე­გების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის საქართველოს პრემიერ-მინის­ტრისათვის წარდგენას;

რ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექ­ტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ს) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმი­რე­ბას  საქართ­ვე­ლოს, მათ შორის, საქართ­ველოს პარლამენტის, საქართველოს მთავ­რო­ბის და აღმასრუ­ლებე­ლი ხე­ლისუფლების სხვა ორგანოების, ასევე, ადგი­ლო­ბ­რი­ვი თვითმმართ­ვე­ლო­­ბის ორგანოების საქმია­ნობის შესახებ;

ტ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრე­­­ზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებუ­ლე­­ბებთან, საერთაშორისო ორგა­ნი­ზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანე­ბებსა და სხვა ინსტიტუტებთან;

უ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობისა და რეინტეგ­რაციის პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოს პრემიერ-მინისტ­რის­თვის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას, რჩევებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და სამიზნე აუდიტორიასთან საქარ­თ­ველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობას;

ფ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას;

ქ) სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე  საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მი­ნისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქ­მი­ა­ნო­ბის კოორდინაციის ხელშეწყობას;

ღ) მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზ­ნით, სა­მინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სა­მინი­ს­ტ­რ­ო­­ების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირე­ბის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქ­ვემ­დებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა და­წესებულებების, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის‑გუ­ბერ­ნატორის ანგა­რიშების, მოხ­­სე­ნებების გამოთხოვას;

ყ) სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების განვი­თა­რების სტრატეგიული გეგმების გამოთხოვას, ანალიზს, დას­­კვნისა და რეკომენდაციების შემუშავებას და საქართველოს პრე­მი­ერ‑მი­ნის­ტრი­სათვის წარდგენას;

შ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის გა­ნ­ხორ­ციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმარ­თ­ვე­ლობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხე­ლ­­­­შეწყობას;

ჩ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედვე­ლობის განხორციელების ხელშეწყობას;

ც) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მი­ერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწ­ყო­ბას;

ძ) მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეცია­ლური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, სპე­ცი­ა­ლუ­რი დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულების ხელ­მძღვა­ნე­ლთა და სახელმწიფო რწმულებულის ‑ გუბერნატორის სამართლებრივი აქტე­ბის გაუქმე­ბის შესახებ დასკვნების მომზადებას;

წ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის სახელზე შემოსუ­ლი ადმინის­ტრაციული საჩივრების განხილვის სფე­რო­ში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფ­ლე­ბამოსილების განხორცი­ელების ხელშეწყობას;

ჭ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტ­როლს; საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის ადმი­ნი­ს­ტრაციის სახელზე შემოსული კორესპონდენციის უფლებამოსილ ადმი­ნისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შემთხვევაში უფლებამოსილი ად­მი­ნის­ტრაციული ორგანოსაგან განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას, ანალიზსა და შესაბამისი დასკვნის მომზა­დებას;

ხ) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავ­რობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობას;

ჯ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლა­მენ­ტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლე­ბა­მოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;

ჰ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის, განსახილ­ვე­ლი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადებას;

ჰ1) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების ‑ კომისიებისა და საბჭოების საქმია­ნობის კო­­ორდინაციას, მონიტორინგსა და ხელშეწყობას;

ჰ2) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის სათათბირო ორგანოების ­- ეკო­ნო­­მიკური საბ­ჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მარ­­თ­ვის საბჭოს აპარატების ტექნიკურ‑მატერიალურ, იურიდიულ, ფი­ნან­სურ და სხვა სახის ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას;

ჰ3) საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის ფუნქციონირებისათვის სა­ჭი­­რო ხარ­ჯების დაფინანსებას, ტექნიკურ-მატერიალურ და ფინანსურ უზრუნველყოფას;

ჰ4) „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის განხორციე­ლე­ბის ხელშეწყობას;

ჰ5) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენ­ტო­ებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (შემდგომში - დო­ნო­რები) დახმარების ეფექტურ კოორდინაციას; მათი ძალისხმევისა და რე­სურსების მიმართვას სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ პრიო­რიტეტულ საკითხებზე;

ჰ6)  ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული მიმდი­ნა­რე საგარეო (დონორების) დახმარების, აგრეთვე საჭიროებებისა და ინი­ცი­ა­ტივების გამოვლენისა და სახელმწიფო პრიორიტეტებთან დაკავში­რებული დახმარების საჭიროებების კონსოლიდაციის მიზნით დონორთა პროგრამულ კომპონენტებზე მონაცემების შეგროვებას დონორებისაგან, სა­მინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებისაგან; მიღე­ბუ­ლი ინფორმაციის ანალიზს და საქარ­თველოს პრე­მიერ-მინის­ტ­რისა­თვის წარდგენას;

ჰ7) საქართველოს მთავრობისა და დონორების ერთობლივი, მაღალი დო­ნის საკოორდინაციო ფორუმისა და სექტორული საკოორდინაციო ჯგუ­ფების მუშაობის წარმართვას, საორგანიზაციო მომსახურებას და ანა­ლიტიკურ უზრუნველყოფას;

ჰ8) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

ჰ9) ელექტრონული მმართველობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრას, ამ სფეროში სახელმ­წი­ფო უწყებათა საქმიანობისას წარმოშობილი პრობ­ლე­მების იდენტი­ფიკა­ციას, სათანადო სამოქმედო გეგმების დასახვას, ელ­ექ­ტრონული მომსა­ხუ­რების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდა­ციების მომზადებას და სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინა­ციას ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროცესში;

ჰ10) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამარ­თალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის გა­ნ­ხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ჰ11) საგარეო რისკების ანალიზისა და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას;

ჰ12) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენ­ლობებთან კომუნიკაციას;

ჰ13) უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, მათთან გამართულ მო­ლა­პარაკებებში მონაწილეობას;

ჰ14) საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციე­ლე­ბის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კოორ­დინი­რებული მოქმედების ხელშეწყობას;

ჰ15) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს; საქარ­თ­ველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად შემუ­შა­ვებული ადა­მი­ანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული შუალედური ანგარიშების საფუძველზე სა­მო­ქ­მედო გეგ­მის შესრულების პერიოდულ მონიტორინგს, გეგმის შესრუ­ლების კოორ­დინაციას, სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების ეფექტუ­რი შესრუ­ლე­ბი­სათვის სათანადო ცვლილებების მომზადებას, საქართვე­ლოს პარლა­მენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენი ან­გარიშების მომ­ზადებას; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმი­რე­ბას ადამია­ნის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ;

ჰ16) მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომ­ზადებასა და განხილვის ორგანიზებას;

ჰ17) საზოგადოების ინფორმირებას  დაგეგმილი და მიმდინარე სამთავ­რო­ბო პროექტების თაობაზე;

ჰ18) მთავრობის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში მთა­ვ­რობის გვერდის ადმინისტრირებას;

ჰ19) დოკუმენტების მიღებას, დამუშავებასა და მათთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;

ჰ20) ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორ­მა­ციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით;

ჰ21) სამინისტროების სისტემაში მოქმედი სტრუქტურული ერთეუ­ლე­ბიდან/ქვე­და­ნაყოფები­დან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანა­ლიზს და რე­კო­მე­ნდა­ცი­ების შემუშავებას საქართველოს პრემიერ-მინის­ტრისათვის;

ჰ22) საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მთავრობისა და სა­ქარ­თველოს პრემიერ-მინისტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზებასა და გადა­წყვე­ტის ხელშეწყობას;

ჰ23) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორციელებას.

მუხლი 3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა🔗

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთე­უ­­ლე­­ბია:

ა) პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორ­დი­ნა­­ციის დეპარ­ტა­­მენ­ტი;

ბ) ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) საფინანსო დეპარტამენტი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურ­­თიერთობების დეპარტამენტი;

ზ) ელექტრონული მმართველობის განვითარების დეპარტამენტი;

თ) მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი;

ი) პროტოკოლის სამსახური;

კ) განათლების საერთაშორისო ცენტრი (სამსახური);

ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო ადამიანის უფ­ლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური).

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეუ­ლებ­­ში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამსახური ან/და სამმარ­თ­ველო.

მუხლი 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანე­ლობა🔗

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქარ­თვე­ლოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინის­ტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ად­მი­ნისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბო­ბიდან ათა­ვი­სუფ­ლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგი­ლე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი საქართველოს მთავრობის ადმი­ნისტრაციის უფროსის წარდგინებით.

3. საქართველოს პრემიერ‑მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავ­რობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტუ­რუ­ლი ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოებს;

გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ად­მი­ნისტრაციის უფრო­სის უფლება‑მოვალეობებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქარ­­თველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთე­ულე­ბის ხე­ლ­მ­ძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე, საქართველოს მთა­ვ­რო­ბის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მო­სა­მ­სა­ხუ­რეებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპე­ცია­ლურ წარმომადგენელს, მრჩეველს ან/და თანაშემწეს, რომელიც მისი დავალებით უზრუნველყოფს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით მისაღები გადაწ­ყვე­ტილების პროცესის კოორდი­ნირებას და შესაბამისი წინადადებების საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის წარდგენას;

ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსა­ხუ­­რეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, სტრუქტურუ­ლი ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ახორციელებს მათ წახა­ლი­სებასა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენებას;

ზ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახ­სრებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ად­მინისტრა­ციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;

ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორ­გა­ნოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამო­დის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებ­ლო­ბი­თა და ამ დებულებით მისთვის მი­­ნიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. საქართველოს პრემიერ‑მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთა­ვ­რო­ბის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შე­სახებ“ საქართველოს კანონის მე‑8 მუხლის მე‑2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შე­საბამისად, დელეგირების უფლებით გადასცეს საქართველოს მთავრო­ბის ადმინისტრაციის უფროსს.

მუხლი 5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა🔗

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთე­უ­ლე­ბის ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი. სტრუქტურული ერ­თე­­უ­ლის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რო­მე­ლ­საც/რომლებსაც ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშ­­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑მი­ნის­ტრი.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთე­უ­ლის ხელმძღვანელი:

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ამ სტრუქტურული ერ­თეუ­ლის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალე­ბა­თა შესაბამისად უზრუნველყოფს
სტრუქტურული ერთეულის საქმია­ნო­ბას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ‑მინისტრის წინაშე და­კის­რებუ­ლი მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წა­რუ­დგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა კანდიდატუ­რებს;

გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ‑მინისტრს წარუდგენს სტრუქ-ტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრო­მე­ლ­თა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს
მათი შეს­რულების კონტროლს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნე­ბულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუ­თ­ვ­ნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, საჭირო დო­კუ­მენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თანამ­შრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის შე­ფარდების თაობაზე;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებუ­ლებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები🔗

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან სა­ჯა­რო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ
ამ დებულებით და მო­ქ­მედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრუ­ლებას.