მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №81 |
|
2014 წლის 28 ნოემბერი ქ. წყალტუბო |
|
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ინვენატარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
2. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
3. კომისიას ხელმძღვანელობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით დანიშნული პირი.
4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
5. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ, ფიზიკურ მდგომარეობას, ქონების ჩამოწერის საფუძველს, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას, შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს დანართების თანახმად, ახდენს ქონების დასურათებას, განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტი), ასევე, საჭიროებისას, ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორესა და კანონიერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებზე ან/და ნაგავსაყრელზე.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი
20 - წლის -------------------------------------------------------- მდგომარეობით საწარმოს დასახელება ------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. ------------------- ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. ------------------- საწარმოს ხელმძღვანელი აუდიტორი ----------- -------------------- 3. ------------------- ბ.ა. ბ.ა.
|
საწარმოს დასახელება --------------------------------------------------------------------------
ჩამოსაწერ საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი 20 ….. წლის მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1. ------------------- ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. ------------------- საწარმოს ხელმძღვანელი აუდიტორი ----------- -------------------- 3. ------------------- ბ.ა. ბ.ა.
|
2014 წლის 28 ნოემბრის №81 დადგენილების
დანართი №4
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
20__ წლის ------------------------------------------------------ დაწესებულების დასახელება ---––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------
კომისიის შემადგენლობა: ------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20__ წ ------- ----------------------------- № ----------------------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა -------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: -----------------------------------------------------
2. საწყისი საბალანსო ღირებულება: -----------------------------------------------------------------------
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) -------------------------------------; ბ) -------------------------------; გ) ---------------------------------- კომისიის დასკვნა: --------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. -------------------------------------------------- 2. ------------------------------------------------- 3. ------------------------------------------------- 4. ------------------------------------------------- ვამტკიცებ:
კომისიის თავმჯდომარე ----------------------------- ბ.ა.
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ---------------- (----------------------------------------------) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი: ----------------------------------------------------------------------------------------------
მთავარი ბუღალტერი -------------------------- „ -----” ------------------------ 20__ წელი
კომისიის თავმჯდომარე -------------------------------
ბ.ა.
|