საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №645 |
|
2014 წლის 1 დეკემბერი ქ.თბილისი |
2. ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №130 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის უფლებამონაცვლედ.
3. ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
4. ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
5. ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
|