1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, რეესტრში მოსარგებლის პირადი ნომრის მითითება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო (ავტოსაგზაო შემთხვევა, ქუჩის შემთხვევა, უცნობი გვამი, ბავშვები (რომელთაც მოწმობები დატოვებული აქვთ სკოლებში ან საბავშვო ბაღებში), ცრუ გამოძახება, გაუქმებული გამოძახება, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტიდან კოორდინაციის საფუძველზე გაწეული მომსახურება) ვერ ხერხდება მოსარგებლის მიერ პირადობის მოწმობის წარდგენა.
3. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გარდა ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა). ამასთან, შეტყობინება შემთხვევის შესახებ ხორციელდება მე-7 მუხლში განსაზღვრულ მაკოორდინირებელ ორგანოსთან. ანგარიშგებისას წარდგენილი იქნება მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, თუ ახალშობილი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას და შეტყობინებისას შეუძლებელია მისი პირადი ნომრის დაფიქსირება, საანგარიშგებო დოკუმენტაციაში უნდა დაფიქსირდეს მისი ერთ-ერთი მშობლის პირადი ნომერი.
4. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ბ“, „ა.ბ.გ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან წარადგენს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დადგენილების 21-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დაჯარიმების კრიტერიუმად განისაზღვროს გამოძახებაზე 30 წთ-ზე მეტი ხნით დაგვიანებით გასვლა, რაც აღირიცხება მე-7 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მაკოორდინირებელი ორგანოს მიერ.
6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება:
ა) ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქ. თბილისის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებით და სპეციალიზებული სანიტარიული ავტომობილებით დაკომპლექტება ხორციელდება შემდეგი გაანგარიშებით:
ბ.ა) არაუმეტეს ერთი ბრიგადისა ყოველ 30 000 მოსახლეზე.
ბ.ბ) რიგ შემთხვევებში შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება გეოგრაფიული და ფიზიკური ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით.
გ) საჭიროების შემთხვევაში - გამოძახებათა რაოდენობის ზრდის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და სეზონურობის გათვალისწინებით - შესაძლებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გადაჯგუფება.
9. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესები, ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება სსდ ცენტრის მიერ სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
დანართი 17.1
სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი (ლარი)
ოპერატორი კომპანია
ბრიგადების რაოდენობა
თვის ბიუჯეტი (ლარი)
1
ოტობაიას საექიმო ამბულატორია
1
9,158
2
ნაბაკევის საექიმო ამბულატორია
1
9,158
3
საბერიოს საექიმო ამბულატორია
1
9,158
4
ქვემო ბარღების საექიმო ამბულატორია
1
9,158
5
ოქუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური
1
9,158
6
გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო
2
14,593
დანართი 17.2
სსიპ-სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადების რაოდენობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით
ტერიტორიული ერთეულის დასახელება
ბრიგადების რაოდენობა
აბაშა
3
ადიგენი
2
ამბროლაური
3
ასპინძა
2
ახალგორი (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი)
2
ახალქალაქი
2
ახალციხე
3
ახმეტა
4
ბათუმი/ხელვაჩაური
13
ბაღდათი
2
ბოლნისი
3
ბორჯომი
4
გარდაბანი
5
გორი (მათ შორის ტყვიავი)
8
გურჯაანი
3
დედოფლისწყარო
3
დმანისი
2
დუშეთი (მათ შორის ფასანაური)
3
ვანი
2
ზესტაფონი
3
ზუგდიდი
6
თეთრიწყარო
4
თელავი
5
თერჯოლა
2
თიანეთი
3
კასპი
3
კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი კოდა )
1
ლაგოდეხი
2
ლანჩხუთი
3
ლენტეხი
3
მარნეული
5
მარტვილი
3
მესტია
2
მცხეთა
3
ნინოწმინდა
2
ოზურგეთი
4
ონი
2
რუსთავი
6
საგარეჯო
4
სამტრედია
3
საჩხერე
4
სენაკი
3
სიღნაღი
3
ტყიბული
3
ფოთი
5
ქარელი
2
ქედა
2
ქობულეთი
4
ქუთაისი
9
ქურთა (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი)
1
ყაზბეგი
2
ყვარელი
3
შუახევი
2
ჩოხატაური
3
ჩხოროწყუ
2
ცაგერი
3
წალენჯიხა (მათ შორის, ჯვარი)
4
წალკა
3
წყალტუბო
3
ჭიათურა
5
ხარაგაული
3
ხაშური
3
ხობი
2
ხონი
2
ხულო
3
დანართი N18
სოფლის ექიმი
(პროგრამული კოდი 35 03 04 0