1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა განისაზღვრება გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან:
ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი (შემდგომში - ნარკომანიის ცენტრი) უზრუნველყოფს პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას რიგითობის დაცვით, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ბენეფიციარებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა.ა) პაციენტები, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ „ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის“ „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის“ კომპონენტით;
ა.ბ) აივ-ინფიცია/შიდსით დაავადებული პირები;
ა.გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ა.დ) 18-25 წლამდე ასაკის პაციენტები;
ა.ე) ქალები.
ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში დარეგისტრირებული მოსარგებლეებისთვის ნარკომანიის ცენტრი ვალდებულია შესთავაზოს პაციენტს პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ დაწესებულებებში ვაუჩერით განსაზღვრული მომსახურების მიღება. ამასთან, პაციენტი უფლებამოსილია თვითონ აარჩიოს მიმწოდებელი დაწესებულება. ალტერნატიულ დაწესებულებაში მკურნალობაზე უარის თქმა არ განაპირობებს პაციენტისთვის პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღების შეზღუდვას;
გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის ფორმასა და წესს განსაზღვრავს ნარკომანიის ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით;
დ) პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში, ნარკომანიის ცენტრი კვარტალურად, დადგენილი ფორმით, სააგენტოში წარადგენს ინფორმაციას ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ;
ე) ნარკომანიის ცენტრი უზრუნველყოფს პროგრამის მე–3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მე–3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელ დაწესებულებაში მისაწოდებელი და ასევე, შესასყიდი რაოდენობის დაგეგმარებას;
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის მიხედვით, ამასთან:
ა) პაციენტის ჩართვა პროგრამაში მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ,,ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებისა და ჩართვის წესის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებლი ვალდებულია უზრუნველყოს მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის მიმღები ბენეფიციარის რეგისტრაცია (ელექტრონული სისტემის საშუალებით) და მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადგენილი ფორმით განმახორციელებლისთვის მიწოდება.
3. ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტის ფარგლებში პაციენტთა ჩართვისას უპირეტესობა ენიჭება მეთადონის გამოყენებას, თუკი არ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული წინააღმდეგობები მეთადონის გამოყენებასთან დაკავშირებით.
4. ბუპრენორფინ–ნალოქსონით ჩანაცვლებით თერაპიაში პაციენტების ჩართვა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ–ერთის არსებობის შემთხვევაში:
ა) პაციენტის ასაკი 25 წელზე ნაკლები;
ბ) დადასტურებულია მეთადონის მიმართ პაციენტის ინტოლერანტობა;
გ) არის კლინიკური ჩვენებები, როდესაც დასტურდება მეთადონის გამოყენების უკუჩვენება.
დანართი 10.1
N
დასახელება
ღირებულება (ლარი)
1
ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები: აღკვეთის მდგომარეობა (მკურნალობა პლაზმაფერეზით)
1600
2
ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები: აღკვეთის მდგომარეობა (მკურნალობა პლაზმაფერეზის გარეშე)
1600
3
ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები: პირველადი ფსიქო-ფიზიკური რეაბილიტაცია
400
4
ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები: დამოკიდებულების სინდრომი (კონტროლირებადი). ინტენსიური სამედიცინო რეაბილიტაცია
400
დანართი N11
ფსიქიკური ჯანმრთელობა
(პროგრამული კოდი 35 03 04 0