1. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ვაუჩერის გაცემა ხორციელდება ორსულობის 13 კვირის ვადამდე.

2. ვაუჩერის გაცემის წესს ამტკიცებს სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის  „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის  წესის შესაბამისად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის სავალდებულოა შემდეგი მომსახურებების არსებობა/მოთხოვნების დაკმაყოფილება:

ა) ახალშობილთა კრიტიკული მდგომარეობების მართვის და ინტენსიური თერაპიული სერვისები (სავალდებულოა მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);

ბ) ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს პრენატალურ დიაგნოსტიკურ კვლევებს (სავალდებულოა მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის);

გ) გინეკოლოგიური განყოფილება (სავალდებულოა მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის);

დ) მოზრდილთა კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები;

ე) 24-საათიანი დიაგნოსტიკური სამსახური (რადიოლოგიური, ენდოსკოპიური და ლაბორატორიული (სულ მცირე, უზრუნველყოფს შემდეგ ლაბორატორიულ სერვისებს: ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური, იმუნოლოგიური, ჰისტოლოგიური კვლევები და სისხლის შემადედებელი ფუნქციის კონტროლი) მომსახურებები;

ვ) დაწესებულების ფარგლებში მოფუნქციონირე ქირურგიული (აბდომინალური, თორაკალური, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, ანგიოქირურგიული, ოფთალმოლოგიური და სხვ.) და თერაპიული (ნეფროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ნევროლოგიური) პროფილის საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა;

ზ) ნეფროლოგიისა (მათ შორის, დიალიზის) და ეფერენტული მეთოდებით მკურნალობის შესაძლებლობა;

თ) 24-საათიანი სისხლის ბანკი;

ი) პრეჰოსპიტალური დახმარების სამსახური – კატასტროფისა და გადაუდებელი დახმარების განმახორციელებელი მობილური ბრიგადები.

6. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელისათვის სავალდებულოა შემდეგი მომსახურებების არსებობა/მოთხოვნების დაკმაყოფილება:

ა) აქვს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორია, რომელიც, სულ მცირე, აღჭურვილია:

ა.ა) ავტომატური იმუნოლოგიური რიდერითა და ვოშორით;

ა.ბ) სინათლის მიკროსკოპით;

ა.გ) ინვერსიული მიკროსკოპით;

ა.დ) ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფით კარიოტირების სისტემის დასალაგებლად, რომლის მგრძნობელობაც არის 98% და მეტი;

ა.ე) ლამინირებული ბოქსებით;

ა.ვ) ინკუბატორებით;

ა.ზ) ცენტრიფუგით;

ა.თ) პრეციზიული გამაცხელებლით;

ბ) ჰყავს მაღალკვალიფიციური და შესაბამისი გადამზადების მქონე პერსონალი, სულ მცირე, ექიმ-გენეტიკოსი, რადიოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ლაბორანტი;

გ) აქვს გენეტიკური პათოლოგიების მონაცემთა რეგიონალური პარამეტრების ბაზა, რომელშიც ასახულია, სულ მცირე, 3000 სკრინინგული კვლევისა და 300 კარიოტიპირების მონაცემი;

დ) აქვს საოპერაციო (სავალდებულოა მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);

ე) ხელმისაწვდომობა სისხლის ბანკთან უზრუნველყოფილია (სავალდებულოა მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);

ვ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის მასშტაბით არსებული ქალთა კონსულტაციებიდან (ან შესაბამისი ანტენატალური მომსახურების მიმწოდებელთან) საანალიზო მასალის რეგულარული შეგროვება და მოსარგებლეთა დროული ინფორმირება.

7. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

8. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ტესტები და სახარჯი მასალები განმახორციელებლის მიერ მიეწოდება მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლებს, გარდა კონფირმაციული ტესტებისა.

9. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

10. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების განხორციელებისას უზრუნველყოფს შემდეგი პირობების დაცვას:

ა) ფენილკეტონურიის სკრინინგი ჯანმრთელ ახალშობილში შეიძლება განხორციელდეს ადეკვატური ძუძუთი ან ხელოვნური კვების დაწყებიდან 24 სთ-ის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი წარმოებს დაბადებიდან 48 სთ-ის შემდეგ, მიზანშეწონილია ფენილკეტონურიისა და თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი ჩატარდეს ერთდროულად, დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა და არაუგვიანეს 72 სთ-ისა;

ბ) დღენაკლულ და/ან პარენტერულ კვებაზე მყოფ ახალშობილებს სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/განყოფილებაში ფენილკეტონურიის სკრინინგი ჩაუტარდეთ დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა, ჰიპოთირეოზის სკრინინგთან ერთად;

გ) დაბადებიდან 48 საათზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ტრანსპორტირებული ახალშობილის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის დროული მოპოვება;

დ) დაბადებიდან 48 საათზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ტრანსპორტირებული ახალშობილისათვის უზრუნველყოს ფენილკეტონურიისა და ჰიპოთირეოზის სკრინინგის ჩატარება რეფერალური შემთხვევის მიმღებ დაწესებულებაში დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 საათისა;

ე) განახორციელოს ბინაზე დაბადებულ ახალშობილთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე;

ვ) უზრუნველყოს ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგისათვის სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალის შეგროვება კვირაში 2-ჯერ;

ზ) თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება და შემდგომი კვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად (გარდა მუკოვისციდოზისა). სკრინინგი, მშობლის ინფორმირება და განმეორებითი კვლევა უნდა ჩატარდეს ისე, რომ მკურნალობის დაწყება შესაძლებელი იყოს რეკომენდებულ ვადამდე (დაბადებიდან 21 დღემდე).

11. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში თანაგადახდას არ ექვემდებარება, ამავე პროგრამით გაწეული მომსახურება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრული იმ მოსარგებლეებისათვის, რომელთათვისაც სააგენტოს მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელება უზრუნველყოფილია „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებით ან მე-12 მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას.

12. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრული იმ მოსარგებლეებისათვის, რომელთათვისაც სააგენტოს მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელება უზრუნველყოფილია  ,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების  მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას:

ა) „მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის“ კომპონენტის ფარგლებში:

ა.ა) „მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების“ ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის 80%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა. მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს;

ა.ბ) „მელოგინეთა სეფსისის მკურნალობის“ ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა.

13. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) ფოლიუმის მჟავის შემთხვევაში:

ა.ა) ფოლიუმის მჟავით უზრუნველყოფა ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის (ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის) საშუალებით;

ა.ბ) ვაუჩერის მისაღებად, ორსულმა/მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა  უნდა მიმართოს  სააგენტოს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს დედაქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით)  და ფორმა №IV-100/ა (ორსულობის დადასტურებისა და ფოლიუმის მჟავის რაოდენობის მითითებით);

ა.გ) ვაუჩერის აღებისთანავე ორსულს/მის ნდობით აღჭურვილ პირს შეუძლია აიღოს ფოლიუმის მჟავა აფთიაქებში, ქვეყნის მასშტაბით პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით) და რეცეპტის საფუძველზე;

ა.დ) აფთიაქიდან  ფოლიუმის  მჟავა  გაიცემა ერთჯერადად, ექიმის მიერ გამოწერილი სრული კურსისთვის საჭირო რაოდენობით.  იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზით შეწყდა ორსულობა და მიღებული მედიკამენტის გარკვეული რაოდენობა დარჩა გაუხარჯავი, მსგავს შემთხვევებში, ბენეფიციარს ეძლევა რეკომენდაცია, მედიკამენტის ამოწურვამდე გააგრძელოს ფოლიუმის მჟავის მიღება.

ბ) რკინდადეფიციტური ანემიის შემთხვევაში:

ბ.ა) დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში, ანემიის მართვას ახორციელებს იმ სამედიცინო დაწესებულების ექიმი, რომელიც სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობისათვის აკმაყოფილებს ,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებით ან ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ.ბ) რკინის პრეპარატის მიმღებად რეგისტრაციისათვის, ორსულმა/მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა  მიმართოს  სააგენტოს (სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, თბილისში ან სააგენტოს რეგიონალურ სამსახურებში, ქვეყნის მასშტაბით) და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით)  და ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პაციენტის დიაგნოზის (რკინადეფიციტური ანემია), მედიკამენტის დღიური დოზის და მკურნალობის კურსისთვის (ერთი თვის) საჭირო რაოდენობის შესახებ;

ბ.გ) რეგისტრაციისთანავე, ორსულს/მის ნდობით აღჭურვილ პირს შეუძლია მიიღოს რკინის პრეპარატი აფთიაქებში, ქვეყნის მასშტაბით პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა (ნდობით აღჭურვილი პირის შემთხვევაში - ორსულისა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით) და რეცეპტის საფუძველზე;

ბ.დ) რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ ორსულს უნდა ჩაუტარდეს ანემიის სკრინინგული კვლევა და გადაწყდეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა (შესაძლოა შეიცვალოს დანიშნული მედიკამენტის დღიური დოზა). ასეთ შემთხვევაში, კომპონენტით განსაზღვრული სერვისით სარგებლობისათვის, ორსულმა/მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განახლებული ფორმა №IV-100/ა, კორექტირებული დოზის და რაოდენობის მითითებით.

დანართი 9.1 – პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული. ამასთან, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული, რომელთაც არ აუღიათ ვაუჩერი ან არ უსარგებლიათ პირველი ვიზიტით მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის  „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაუჩერის ფარგლებში დადგენილ ვადებში.

2. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტის მოსარგებლეები არიან მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) გულსისხლძარღვთა სისტემა:

ა.ა)  გულსისხლძარღვთა უკმარისობა   II – III – IV ხარისხი (NYHA);

ა.ბ) მიტრალურ აორტული სტენოზი;

ა.გ)  სარქვლის პროტეზირება;

ა.დ)  გულის რითმის მოშლა ჰემოდინამიკური დარღვევებით;

ა.ე)  მსხვილი სისხლძარღვების ანევრიზამა;

ა.ვ)  გულის იშემიური დაავადება;

ა.ზ)  პულმონალური ჰიპერტენზია   II-III ხარისხი(WHO);

ა.თ) კარდიომიოპათია;

ა.ი) არტერიული ჰიპერტენზია II - III ხარისხი(WHO).

ბ) აუტოიმუნური და სისტემური დაავადებები:

ბ.ა) შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები/წითელი მგლურა, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ვასკულიტი, რეინოს დაავადება, თრომბოციტოპენიური პურპურა;

ბ.ბ) თანდაყოლილი თრომბოფილია.

ბ.ბ.ა) მე-5 ფაქტორის, პროთრომბინის გენის დეფიციტი;

ბ.ბ.ბ) MTHFR-ის დეფიციტი, ჰომოცისტეინურია;

ბ.ბ.გ) ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი.

გ) ენდოკრინული სისტემა:

გ.ა)  შაქრიანი დიაბეტი   I-II ტიპის, დეკომპენსირებული;

გ.ბ)  თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა;

გ.გ)   ჰიპერალდოსტერონემია;

გ.დ)  ფეოქრომოციტომა;

გ.ე)  თირეოტოქსიკოზი;

გ.ვ)  ჰიპოფიზის ადენომა.

დ) გასტროენტეროლოგია:

დ.ა)  მწვავე ჰეპატიტი;

დ.ბ)  ღვიძლის ყვითელი მწვავე დისტროფია;

დ.გ)  დაავადებები პორტალური ჰიპერტენზიით;

დ.დ) სპლენომეგალია, ჰიპერსპლენიზმის სიმპტომებით;

დ.ე)  ორსულთა ქოლესტაზი;

დ.ვ)  ეზოფაგეალური ვარიკოზი;

დ.ზ) მწვავე პანკრეატიტი.

ე) ჰემატოლოგიური დაავადებები:

ე.ა)  ჰემოლიზური ანემია;

ე.ბ)   ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია;

ე.გ)  თრომბოემბოლიზმი;

გ.დ)  მძიმე ფორმის ანემია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას.

ვ) ინფექციური დაავადებები:

ვ.ა)  აქტიური ტუბერკულოზი;

ვ.ბ)  მწვავე ტოქსოპლაზმოზი;

ვ.გ)  მწვავე ციტომეგალოვირუსი;

ვ.დ)  ლეპტოსპიროზი;

ვ.ე)  ლეიშმანიოზი.

ზ)  ნევროლოგიური დაავადებები:

ზ.ა) ეპილეფსია რთულადკონტროლირებადი, მრავლობით მედიკამენტზე მყოფი;

ზ.ბ)  მიოტონური ან კუნთოვანი დისტროფია;

ზ.გ) მწვავე მიელიტი.

თ) თირკმლის  და საშარდე სისტემის დაავადებები:

თ.ა)   გლომერულონეფრიტი;

თ.ბ)   ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა;

თ.გ)   ვაზორენალური ჰიპერტენზია;

თ.დ)   თირკმლის უკმარისობა;

თ.ე)  ერთი მოფუნქციონირე თირკმელი.

ი) რესპირატორული სისტემა

ი.ა)   მუკოვისციდოზი.

კ) ავთვისებიანი სიმსივნეები.

ლ) სამეანო მდგომარეობები:

ლ.ა) მძიმე ფორმის პრეეკლამპსია (≥160 მმ.ვწყ.სვდა/ან ≥ცილა 3 გ/ლ);

ლ.ბ) ეკლამპსია და მისი შემდგომი მდგომარეობები (ეკლამპსიური კომის გარდა);

ლ.გ) მშობიარობა ორსულობის 22+0-დან 35+0 კვირამდე;

ლ.დ) ნაადრევი სამშობიარო მოქმედების დაწყება მშობიარობის გარეშე ორსულობის 22+0-დან 35+0 კვირამდე;

ლ.ე) 2 და მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა ანამნეზში;

ლ.ვ) ვაგინალური მშობიარობა საკეისრო კვეთის შემდეგ ან ნაწიბურით საშვილოსნოზე;

ლ.ზ) 2-ზე მეტი ნაყოფით ორსულობა;

ლ.თ)  მელოგინეთა სეფსისი;

ლ.ი)  სამეანო სისხლდენა;

ლ.ლ) პათოლოგიური სიმსუქნე BMI მეტი 40-ზე;

ლ.მ)  სამეანო ემბოლია.

მ)  ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობები - მკვდარი ნაყოფი, ნაყოფის განვითარების მანკები, ნაყოფის გულის მანკები, ნერვული მილის განვითარების დეფექტები, (ვენტრიკულომეგალია – 15 მმ-ზე მეტი, SPINA BIFIDA, ანენცეფალია, ჰიდრანენცეფალია, პროზენცეფალია), ბილატერალური ჰიდრონეფროზი (20 მმ-ზე მეტი), ომფალოცელე, გასტროშიზისი, ჰიდ-როთორაქსი შუასაყარის ცდომით, დიაფრაგმის თიაქარი, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შე-ყოვნება (ჩამოთვლილთაგან 2 ან მეტი ნიშნის არსებობის შემთხვევაში: სავარაუდო ნაყოფის წონა <10 პერსენტილზე, მუცლის გარშემოწერილობა <5 პერსენტილზე, მუცლის გარშემოწერილობისა და თავის გარშემოწერილობის თანაფარდობის შეუსაბამობა, სანაყოფე სითხის შემცირება, ჭიპლარის არტერიაში ნულოვანი ან რევერსიული მაჩვენებლები) იზოსეროლოგიური შეუთავსებლობის ფონზე ნაყოფის დაზიანება (შეშუპება, ჰეპატოსპლენომეგალია, ასციტი), ნაყოფის სისხლის მომქცევის კრიტიკული დარღვევა (ჭიპლარის არტერიის სისხლის მიმოქცევის დოპლეროგრაფიული შეფასებით - ნულოვანი ან რევერსული დიასტოლური ნაკადი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა).

3. გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტის მოსარგებლეები არიან მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები ქ. თბილისის მასშტაბით:

ა) ქრომოსომული პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;

ბ) გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;

გ) ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;

დ) ანამნეზში მკვდრადშობადობა;

ე) დაუდგენელი მიზეზით ნეონატალურ პერიოდში ახალშობილის სიკვდილი;

ვ) ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;

ზ) ინფექციური დაავადებები (აქტიური ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, B და C ჰეპატიტი, წითელა);

თ) აუტოსომ-დომინანტური ტიპის მემკვიდრული დაავადებების არსებობა მშობლებში;

ი) აუტოსომ-რეცესიული დაავადებების ჰეტეროზიგოტური მტარებლობა ორივე მშობელში;

კ) ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;

ლ) ორსულობის პერიოდში ძლიერმოქმედი წამლების მიღება;

მ) ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;

ნ) ხელოვნური განაყოფიერება;

ო) მედიკამენტოზური და/ან ქიმიური ინტოქსიკაცია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს;

პ) რადიაციის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება ორსულობისას.

4. ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე – მოსარგებლეები არიან ახალშობილები და ბავშვები საქართველოს მასშტაბით (მათ შორის, მუკოვისციდოზზე ქ. თბილისის მასშტაბით).

5. ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის მოსარგებლეა ქ. თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი.

დანართი 9.2 – ანტენატალური მეთვალყურეობა

1. პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება წარმოებს კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციისა (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) – „ანტენატალური მეთვალყურეობა ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს“ – შესაბამისად. კომპონენტით იფარება 4 ანტენატალური ვიზიტი (ორსულობის მე-13 კვირამდე, მე-18–მე-20, 30-ე–32-ე და 34-ე–36-ე–38-ე კვირებზე), რაც მოიცავს:

1

პირველი ვიზიტი – მე-13 კვირის ორსულობის ვადამდე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) თერაპევტის კონსულტაციას;

გ) სისხლის საერთო ანალიზს;

დ) შარდის საერთო ანალიზს;

ე) სიფილისის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ზ) აივ-ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრას;

ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპულ გამოკვლევას.

2

მეორე ვიზიტი –

ორსულობის

მე-18–მე-20 კვირებზე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიას (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).

3

მესამე ვიზიტი –

ორსულობის

30-ე–32-ე კვირებზე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში.

4

მეოთხე ვიზიტი – ორსულობის

34-ე-36-ე–38-ე კვირებზე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში.

2. პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება მოიცავს:

ა) სიფილისის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ბ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

გ) აივ-ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი მეთოდით.

დანართი 9.3 – ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

1. ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით (მათ შორის, მუკოვისციდოზზე ქ. თბილისის მასშტაბით) დაბადებული ყველა ახალშობილის სკრინინგის მეშვეობით.

2. ფენილკეტონურიისა და ჰიპერფენილალანინემიის მქონე ახალშობილთა მეორადი დიაგნოსტიკა დაავადების დადასტურების მიზნით.

3. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ყოველთვიური მონიტორინგი და ამბულატორიული დახმარება.

4. ფენილკეტონურიის და ჰიპერფენილალანინემიის პათოლოგიური გენების მატარებელი ოჯახების კონსულტირება ამ პათოლოგიათა პრევენციის მიზნით.

5. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ ბავშვთა ოჯახის წევრებთან ტრენინგის ჩატარება.

6. ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა ჰიპოთირეოზის მეორადი დიაგნოსტიკა და ამბულატორიული მონიტორინგი, რაც მოიცავს:

ა) ენდოკრინოლოგის და პედიატრის მომსახურებას;

ბ) სისხლის ლაბორატორიულ კვლევას ჰორმონებზე (FT4, TSH).

დანართი 9.4 – მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურება და ღირებულება

№

ჯგუფი

ღირებულება

(ლარი)

1

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სამედიცინო მომსახურება, მძიმე შემთხვევების მართვა მეორე დონეზე. თანაგადახდა პაციენტის მხრიდან შეადგენს 25%-ს (გარდა დანართი 9-ის მე-9 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული მდგომარეობებისა)

833.0

2

მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა

3,000.0

დანართი 9.5 – ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე და ღირებულება

№

ღონისძიების დასახელება

ერთეულის ფასი

(ლარი)

1

ახალშობილთა მასიური სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, თანდაყოლილ ჰიპოთირეოზსა და მუკოვისციდოზზე (სკრინინგის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლის ნიმუშზე)

13.8

2

ახალშობილთა მასიური სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე და თანდაყოლილ ჰიპოთირეოზე (სკრინინგის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლის ნიმუშზე)

8.8

3

ახალშობილთა მეორადი დიაგნოსტიკა ჰიპერფენილალანინემიასა და ფენილკეტონურიაზე

32.0

4

ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 0-იდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

85.0

5

ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 1-იდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

65.0

6

ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 3-იდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

42.0

7

ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 7-იდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

38.0

8

თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე – მეორადი დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და მკურნალობა – 0-იდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

240.0

დანართი №10

ნარკომანია

(პროგრამული კოდი  35 03 03 1