1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ანტენატალური დახმარების მოცულობის მიხედვით, შესრულებული ვიზიტის ღირებულების შესაბამისად. ერთი ორსულის მართვის ღირებულება განისაზღვრება 55 ლარის ოდენობით, შემდეგი სქემით:
ა) I ვიზიტი – 32 ლარი;
ბ) II ვიზიტი – 9 ლარი;
გ) III ვიზიტი – 7 ლარი;
დ) IV ვიზიტი – 7 ლარი.
2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 9 ლარით.
3. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა, დანართი 9.4-ის შესაბამისად.
4. გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
5. ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, დანართი 9.5-ის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.
6. ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის კომპონენტში ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.
7. ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე B ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში სკრინინგით გამოვლენილ საეჭვო დადებით შემთხვევებში, საკვლევი ნიმუშების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ცენტრ