პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) ანტენატალურ მეთვალყურეობას (მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია დანართ 9.2-ში):
ა.ა) ანტენატალურ მეთვალყურეობას;
ა.ბ) ანტენატალურ სკრინინგს აივ-ინფექცია/შიდსზე, B ჰეპატიტსა და სიფილისზე.
ბ) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობას:
ბ.ა) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას;
ბ. ბ) მელოგინეთა სეფსისის მკურნალობას.
გ) გენეტიკური პათოლოგიების ადრეულ გამოვლენას:
გ.ა) გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგულ გამოკვლევას სამმაგი ტესტსისტემით;
გ.ბ) სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიურ კვლევას (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით.
დ) ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე B ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფას:
დ.ა) B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის ტესტებით, სახარჯი მასალებით და B ჰეპატიტის იმუნოგლობულინით უზრუნველყოფას;
დ.ბ) სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში კონფირმაციული კვლევის ჩატარებას (აივ–ინფექცია/შიდსზე კონფირმაციული კვლევა ხორციელდება აივ–ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში).
ე) ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგს ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე (მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია დანართ 9.3-ში);
ვ) ახალშობილთა სმენის სკრინინგულ გამოკვლევას, რაც გულისხმობს სმენის დარღვევის გამოვლენას ახალშობილებში სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით.
ზ) ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს:
ზ.ა) ორსულთა უზრუნველყოფას ფოლიუმის მჟავით;
ზ.ბ) რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულთა უზრუნველყოფას რკინის პრეპარატებით;
ზ.გ) სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვას და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით);
ზ.დ)კომპონენტის ადმინისტრირებას და საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა