საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო გერბი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად, სრული სახით ფერებში გამოსახული, თავსდება:
ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შენობის ფასადზე ან/და განთავსების სხვა ადგილის ცენტრალურ შესასვლელში;
ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზში;
გ) ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამუშაო კაბინეტში.
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბეჭდებზე.
მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბლანკებზე.
მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო გერბი ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით გამოისახება:
ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომათა ოქმებსა და ოქმების ამონაწერებზე;
ბ) ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბრძანებებზე;
გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბლანკებზე.
მუხლი 5. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად, ფერებში გამოსახული, თავსდება ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის − ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სამუშაო კაბინეტში.
მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 30 ნოემბერი 2014 წ. N2860-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.11.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“?
- „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“ მიღებულია 30.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2860-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.09.001.016249.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.11.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“, №2860-Iს, 30.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016249 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2599562/