ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.12.2014 ძალადაკარგული 23.01.2015
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.176.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2014 წლის 4 დეკემბერი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“

ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, ქალაქ თელავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“  და დადგენილების დანართი ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები“  ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე



დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
1. დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება(გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

 ა.   2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

 ბ.   2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

 გ.   2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

 დ.   იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

ა. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტი.

3.რეზიდენტი საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:

ა. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

ბ. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობებისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

ბ.ა. 40000 ლარიდან 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;

ბ.ბ. 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 %-ს.

4. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი  ერთ ჰექტარზე შეადგენს:

 სახნავისთვის (მათ შორის:მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის: 86 ლარს.

5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს/ შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით, რომელიც შეადგენს:

ა) ცენტრალურ ზონაში- 1,3

ბ) შუალედურ ზონაში- 1

გ) პერიფერიულ ზონაში- 0,7.

6. მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება  ქალაქ თელავის  ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან და საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

7. ქალაქ თელავის მერიამ უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილი წესით წარდგენა.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.01.2015.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 04.12.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №53. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.176.016053.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.01.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N39 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №53, 04.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.176.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2601519/