გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16-34 |
|
2014 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი |
გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის, განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, დედაქალაქის იერსახის გათვალისწინებით.
2.
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეკლამო საშუალებების დედაქალაქის იერსახესთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური) პირველივე მოთხოვნისთანავე მოახდინოს სარეკლამო საშუალების დემონტაჟი.
3.
ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობისას, წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს.
4.
თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს არ სურს ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების აღება, მასზე არ ვრცელდება დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტის მოქმედება და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობა წარმოებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.
5.
დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დავით აღმაშენებლის გამზირზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, კოტე აფხაზის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებზე, ვახტანგ გორგასლისა და თავისუფლების მოედანზე.
6.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 5 იანვრის №01.02.02 დადგენილება.
7.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“?
- „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ მიღებულია 05.12.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16-34. სარეგისტრაციო კოდი — 240120000.35.101.016041.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.09.2018-დან.
- სად არის „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“, №16-34, 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 240120000.35.101.016041 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2602714/