საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16-39
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.101.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2014
matsne.gov.ge 440 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 15.12.2015 ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 29.05.2015 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 05.06.2017 ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.08.2020 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 28.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16-39 2014 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის,  73-ე მუხლის მეორე პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის საკრებულოს 1999 წლის 21 დეკემბრის №24-1 გადაწყვეტილება. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი დებულება საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ დებულებით (შემდგომში - დებულება) განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა (შემდგომში - წოდება) და ჯილდოების (შემდგომში - ჯილდო) მინიჭების წესი და პირობები. 2. საპატიო წოდებები  და ჯილდოები ენიჭებათ: ა) საქართველოს მოქალაქეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტატის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ქვეყნის აღმაშნებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის. შესაბამის პროფესიულ სფეროში  (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, თბილისზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე თბილისელების ერთგული სამსახურისთვის; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე თბილისთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 3. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება შეუძლია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, მისივე ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების საბჭოს დასკვნის საფუძველზე. მუხლი 2🔗. საპატიო წოდებები  საპატიო წოდებებია: ა) თბილისის საპატიო მოქალაქე; ბ) თბილისზე მზრუნველი და სხვა. მუხლი 3🔗. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის დასახელება საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) თბილისის მუნიციპალიტეტის მერს; დ) საზოგადოებრივ გაერთიანებას და სხვა. მუხლი 4🔗. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო 1. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო (შემდეგში - საბჭო) იქმნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 2. საბჭოს შემადგენლობას და საქმიანობას განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 5🔗. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება 1. საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ანიჭებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წარდგენის საფუძველზე. 2. საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი ან სიმბოლური გასაღები (შემდგომში სიმბოლური გასაღები) წარწერით „თბილისის საპატიო მოქალაქე“. 3. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება და შესაბამისად მოწმობისა და ჯილდოს გადაცემა ხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე „თბილისობის“ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს. მუხლი 6🔗. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობა, მედალი და სიმბოლური გასაღები  1. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობის, მედლისა და სიმბოლური გასაღების დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია.   2. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში.