ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2015 წლის 29 მაისი ქ. ვანი |
ა) საპატიო ვანელი;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე.
|
2. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო შეიძლება მიენიჭოს:
ა) როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
ბ) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ვანის და საქართველოს წინაშე;
გ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ვანის წინაშე ან/და ვანთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
3. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება პიროვნებას ვანის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ვანელთა ყველა თაობისათვის.
4. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
5. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო პირს შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ.
6. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოსთან შეთანხმებით გამგებლის მიერ შექმნილი საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
7. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, უფლება აქვს უარი თქვას საპატიო წოდებასა და ჯილდოზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელ კომისიას. კომისია უფლებამოსილია განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ა) საპატიო ვანელი;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე.
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ) მხარის რწმუნებულს-გუბერნატორს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ზ) საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს ვანის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა).
2. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელ კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
გ) კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
დ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე;
ე) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
ვ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებზე.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეული იქნენ: საკრებულოს, გამგეობის, საზოგადოების, მასმედიის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, ის მოქალაქეები რომლებსაც უკვე მიენიჭათ ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები და ჯილდოები.
3. კომისია აწარმოებს დასახელებული კანდიდატების შესახებ დოკუმენტების შეჯერებას და განხილვას.
4. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად წარდგენილი კანდიდატების შესახებ.
5. კომისია გადაწყვეტილებას კანდიდატისათვის ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით.
2. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი, რომლის ნიმუშს ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და მედლის გადაცემა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ „ვანელობის“ სახალხო დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში ყოველწლიურად ან გამგებლის გადაწყვეტილებით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით წელიწადის ნებისმიერ დროს საზეიმო ვითარებაში.
4. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები და/ან ფულადი ჯილდო.
2. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ვანელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.
2. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში.