„ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №98 |
|
2018 წლის 15 მარტი ქ. ვანი |
1. დანართის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია ვანის მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსთან შეთანხმებით, მერის მიერ შექმნილი საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.“.
2. დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მუნიციპალიტეტის მერს;“.
3. დანართის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ვანის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით – ბრძანებით.“
4. დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ: საკრებულოს, მერიის, საზოგადოების, მასმედიის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ის მოქალაქეები, რომლებსაც უკვე მიენიჭათ ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები და ჯილდოები.“.
5. დანართის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს, კომისიის წარდგენის საფუძველზე, ანიჭებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი.“.
6. დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი, რომლის ნიმუშს ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“.
7. დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და მედლის გადაცემა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ვანელობის“ სახალხო დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში, ყოველწლიურად ან მერის გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, წელიწადის ნებისმიერ დროს საზეიმო ვითარებაში.“.
8. დანართის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობისა და მედლის დამზადებას უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის მერია.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 15.03.2018. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №98. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.121.016326.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ, №98, 15.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016326 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4102061/