,,ხულოს მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.136.016459
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2025 წლის 29 ივლისი

დაბა ხულო

 

,,ხულოს მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2025 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.136.016456) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“.“.

3. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართი № 1-ის შესაბამისად.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“ (შემდგომში „საბჭო“) არის ხულოს მუნიციპალიტეტში (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში „საკრებულო“) მიერ შექმნილი საბჭო, რომლის სტატუსი, მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილება, შემადგენლობა, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს რეგლამენტით.“.

6. დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 15 წევრით.“.

7. დანართის მე-7 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე