„ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2022 წლის 21 იანვარი ქ. ვანი |
1. დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“
2. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭოს თავმჯდომარეობს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“
3. დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს ან საბჭოს წევრთა შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.“
4. დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.“
5. დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. სხდომაზე დასწრების და ინიციატივების წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რისთვისაც ისინი სხდომის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც მიმართავენ საბჭოს თავმჯდომარეს, წარუდგენენ ინიციატივას წერილობითი ფორმით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოყოფენ ერთ წარმომადგენელს საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.“
6. დანართის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.“
7. დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 21.01.2022. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.121.016445.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №2, 21.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016445 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5360593/