,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2018 წლის 26 იანვარი ქ. საგარეჯო |
1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობებს.“.
2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და მერიისათვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა“.
3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
4. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შეიმუშავებს აპარატის შინაგანაწესის პროექტს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;“.
5. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
6. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.“.
7. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|