„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2015 წლის 31 მარტი ქ. ნინოწმინდა |
1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 2¹ მუხლი:
„მუხლი 2¹. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენება.
1. გამგეობას აქვს მუნიციპალიტეტის გერბით და საკუთარი დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი.
2. გამგებლის ცალკეული უფლებამოსლების განხორციელებისათვის და მისი თანხმობით თანამდებობის პირებს ეძლევათ უფლება გამოიყენონ საქმისწარმოებაში ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი.
3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დროშა.
4. მუნიციპალიტეტის გამგეობა სიმბოლოების გამოყენების დროს ხელმძღვანელობს „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და ,„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით.“
2. დებულების მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვლოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს“.
3. დებულების მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის „დ. ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის არასამეწარმო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სამეწარმო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრიანების შესახებ. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის აქციების შეძენის შესახებ. სამსახურში ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის არასამეწარმო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდული პირების ხელმძღვანლებს“.
4. დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური“.
5. დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6.დებულების მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) უზრუნველყოს მუნციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სამსახურების მატერიალურ–ტექნიკური მომარაგება“.
7. დებულების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|