ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2018 წლის 23 თებერვალი ქ. ქარელი |
1 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია „საქართველოს კონსტიტუცია“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“,
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, საკრებულოს რეგლამენტი, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები”.
2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. საკრებულოს აპარატი
„აპარატის საქმიანობას წარმართავს პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი). აპარატის შემადგენლობაში შედიან ასევე პროფესიული საჯარო მოხელეები (შემდგომში მოხელე) – მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები“.
3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართის მე-5 მუხლს დაემატოს ,,ო“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) ახორციელებს საქმიანობას სამუშაო აღწერილობების მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება როგორც პროფესიული საჯარო მოხელეების, ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხის და მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების (კომპეტენციებისა და ფუნქციების) პროექტებს“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ შესაბამისად, წარმართავს საკონკურსო კომისიის საქმიანობას და არის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აკონტროლებს აპარატის მოსამსახურეთა საქმიანობას და ახდენს მათ შეფასებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ შესაბამისად.
2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ატარებს საკრებულოში შექმნილი საკონკურსო კომისია.
|