„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2019 წლის 15 აპრილი ქ. ბოლნისი |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.“.
3. დანართი №1-ის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;“.
4. დანართი №1-ის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი;“.
5. დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.“.
6. დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში.“.
7. დანართი №1-ის მე-6 მუხლს დაემატოს 61 და 62 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე, ყოველ სანებართვო წელზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტის შესაბამისი შეფასებით.
62. ბეს სიდიდე თითოეულ ლოტზე განისაზღვრება საწყისი ფასის არანაკლებ 30%-ისა.“.
7. დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის დასრულების შემდეგ აუქციონში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის დადებული ხელშეკრულებით.“.
8. დანართი №1-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი (პროექტის შეთანხმება) საჭიროებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებას.“.
|