„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 აგვისტოს N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2025 წლის 28 იანვარი ქ. ლანჩხუთი |
„დ) პირზე, თუ მას აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ/ვერ იქნება საკმარისი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის;“.
„ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახს გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამუშაო ჯგუფის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამით“ გათვალისწინებული ქირის თანხის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას;“
„გ) თუ პირს უფიქსირდება უძრავ ნივთზე (არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე და ა.შ.) მართლზომიერი მფლობელობისა ან სარგებლობის უფლება, სამუშაო ჯგუფი ვალდებულია შეაფასოს ფაქტობრივი მდგომარეობა და განსაზღვროს უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის იქნება თუ არა საკმარისი.“.
„დ) თუ პირს/ოჯახს შემოსავლების სამსახურში უფიქსირდება შემოსავალი, სამუშაო ჯგუფი ვალდებულია შეაფასოს აღნიშნული შემოსავალი არის თუ არა საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.“.
„14. ოქმს ხელს აწერენ ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.“.
„ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-დან 200 000-მდე – 4 ქულა.“.
„41. სამუშაო ჯგუფი, დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მინიმუმ 3 (სამი) თვის განმავლობაში თავშესაფარში ოჯახის არცხოვრების ფაქტის (ცხოვრების ფაქტის დადასტურებად არ განიხილება ოჯახის წევრთა მიერ საცხოვრისში ერთჯერადი ვიზიტები ან მათი მხრიდან საცხოვრისის გამოყენება ნივთების განთავსება/შენახვის მიზნით, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით დასტურდება ოჯახის წევრთა მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით) დადასტურების შესახებ ინფორმაციას, ოქმისა და ვიდეოჩანაწერის სახით, აწვდის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რომლის საფუძველზეც მზადდება ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.“.
„8. ყოველი შემდეგი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობისა და არსებული საცხოვრებელი ფართების რესურსების შესაბამისად, გარდა ამავე დადგენილების მე-5 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
|