ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2024 წლის 27 აგვისტო ქ. ლანჩხუთი |
|
მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი
ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;
ბ) პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არ აღემატება 2 წელს;
გ) პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ;
დ) პირზე, თუ მას აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე;
ე) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 200 000 და მეტია.
ა) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არ მქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო;
ბ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით;
გ) მარტოხელა მშობელი – სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი;
ა) ჭერის არმქონე პირები – ეს ჯგუფი მოიცავს იმ პირებს რომლებიც ცხოვრობენ ღია ცის ქვეშ;
ბ) სახლის არმქონე პირები – კატეგორია მოიცავს იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ მათთვის დროებით განკუთვნილ დაწესებულებებში. მაგ., უსახლკაროთა საცხოვრისში, ქალთა თავშესაფრებში ან სხვა ტიპის თავშესაფარში, სხვადასხვა ინსტიტუციებში (სამედიცინო ინსტიტუციებში, ბავშვთა ინსტიტუციებში) რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებაში;
გ) საფრთხის შემცველ/არასაიმედო გარემოში მცხოვრები პირები – კატეგორია მოიცავს იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ გამოსახლების საფრთხის ქვეშ, ასევე, დროებით ცხოვრობენ ნათესავთან ან მეგობრებთან;
დ) არასათანადო გარემოში მცხოვრები პირები – კატეგორია მოიცავს იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ საცხოვრისად გამოუსადეგარ კონსტრუქციებში ან ნაგებობებში, ასევე ცხოვრებისათვის გამოუსადეგარ სახლებში.
ა) მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფი სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
ა) შეამოწმოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი განცხადების (დოკუმენტების) სისრულე, საფუძვლიანობა და მათი შესაბამისობა წესის მოთხოვნებთან.
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის- მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ;
ა) უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ სპეციალური შევსებული ფორმა (დანართი №2);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ფოტო ასლი;
გ) განმცხადებლის ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები. (არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ფოტო ასლები);
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის არსებობის შესახებ; ელექტრონული რეგისტრაციის არ ქონის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა;
ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხდებლის და ოჯახის წევრის სახელზე შემოსავლების შესახებ;
ვ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
ზ) ამ წესის მე- 4 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV- 100/ა);
გ) განმცხადების განხილვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია.
ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილ იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებით) საცხოვრისით უზრუნველყოფაზე;
ბ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:
ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-ზე ნაკლები – 10 ქულა;
ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70001-ზე ნაკლები – 8 ქულა;
ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე ნაკლები – 6 ქულა;
ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე მეტი – 4 ქულა
ბ) შშმ პირი:
ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 10 ქულა;
ბ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 8 ქულა;
ბ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 5 ქულა.
გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში:
გ.ა) 1-დან 3-ის ჩათვლით – 2 ქულა;
გ.ბ) ყოველ შემდეგ პირზე – 1 ქულა.
დ) მარჩენალდაკარგული პირები – 3 ქულა.
ე) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 2 ქულა;
ვ) მარტოხელა მშობელი – 2 ქულა;
ზ) მრავაშვილიანი ოჯახი – 2 ქულა.
საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა ......
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: იურიდიული მისამართი: მობილური ტელეფონის ნომერი:
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.08.2024. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.112.016545.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.01.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, №12, 27.08.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016545 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6259623/