„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016374
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2020 წლის 2 მარტი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების  შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2018 წ., 010250020.35.164.016280), კერძოდ:

1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის თანამდებობის პირები, პირველადი სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის საჯარო მოსამსახურეებს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე)“ და „კ.ა)“ ქვეპუნქტები:

„ა.ე) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“

„კ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული  ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის  ხელის  შეწყობა,  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ გაწეული მუშაობის  შესახებ კანონით გათვალისწინებული  ანგარიშების მომზადება და ყვარლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნება, მერიის საქმის წარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, მერიის  საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, ყვარლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის კ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე  72-ე მუხლებით და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მერიის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მერიის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი